სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები მოაწყვეს
16-11-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში - „ლოგოსი“ პედაგოგები დამატებითი რესურსის სახით ვიზუალურ მასალებზე დაყრდნობით მოსწავლეებს ახალ თემებს გადასცემენ, ისეთებს როგორიცაა: ვიდეოფილმების პრეზენტაციები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება და სხვ. 

აქტივობები ეხმარება, რომ მოსწავლეებმა შესწავლილი მასალა უკეთ აითვისონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის დირექცია მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„მე-8 კლასში მუსიკის გაკვეთილზე (მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი), მოსწავლეები გაეცნენ ახალ თემას ა. შონბერგის კანტატა - „გადარჩენილი ვარშავიდან“. ნაჩვენები იყო ნაწყვეტები კანტატიდან და კადრები რომან პოლანსკის ფილმიდან - „პიანისტი“, რომელიც იგივე თემაზე არის აგებული. მე-9 კლასში ხელოვნების გაკვეთილზე (პედაგოგი ინგა გრძელიძე) მოეწყო დოკუმენტური ფილმის - „ანტიკური რომის არქიტექტურა“, ჩვენება. დოკუმენტურ მასალაზე აგებული ფილმიდან მოსწავლეებმა გააცნობიერეს და ვიზუალურად აღიქვეს რომის არქიტექტურული ძეგლები; გაიგეს, როგორ იგებოდა გზები, აკვადუკები, თემები, ტრიუმფალური თაღები, პართნონი და ა. შ. ასევე, მოსწავლეებმა შეისწავლეს თუ რა მასალამ შეუწყო ხელი ამ გრანდიოზული ინოვაციური პროექტების განხორციელებას. ფილმის დასასრულს ნანახის შესახებ დისკუსია მოეწყო. მე-8 კლასში, ქართული ენის გაკვეთილზე (მასწავლებელი ქეთევან სვანიძე) მოსწავლეებმა შეისწავლეს ნ. დუმბაძის მოთხრობა - „ძაღლი“, შემდეგ კი ჩვენი სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში - „ლოგოსი“ ნახეს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - „ძაღლი“. ნანახი ფილმის შემდეგ მოეწყო ფილმის გარჩევა. მე-9 კლასში ქართული ენის გაკვეთილზე, მასწავლებელი მანანა ჯავახაძე, მოსწავლეებმა  შეისწავლეს დიდი მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ, რ. თაბუკაშვილის კინომოთხრობა „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, შემდეგ კი ნახეს იგივე სახელწოდების დოკუმენტური ფილმი. მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაჰყვება მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება