სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში 67 342 მასწავლებლიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 9 შედის
09-02-2018
-
+


საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია. ამის შესახებ ipn წერს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მენტორის სტატუსის მქონე 9 მასწავლებლიდან, რომელთა კვალიფიკაციაც უმაღლეს კატეგორიად ფასდება, 2 კერძო სკოლაში, 7 კი საჯარო სკოლაში ასწავლის.

რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, განსაზღვრულია ჯამში 4 კატეგორია, საიდანაც მეორე კატეგორიის - ე.წ. წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლია 231 (საჯარო სკოლებში ასწავლის - 153, კერძო სკოლებში - 78), მესამე კატეგორიის - ე.წ. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელია 17 179 (საჯარო სკოლებში - 16914, კერძო სკოლებში- 265), ხოლო მეოთხე კატეგორია - ე.წ. პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლი, რაც ყველაზე დაბალ საფეხურად ითვლება, 44 611 პედაგოგს მოიცავს (საჯარო სკოლებში- 40582, კერძო სკოლებში- 4029).

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 67 342 მასწავლებლიდან საჯარო სკოლებში 59 093, ხოლო კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 8249 მასწავლებელი მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მუშაობს როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში.

1-ლი თებერვლიდან მასწავლებელთა ნაწილს სახელფასო დანამატი გაეზარდა. კერძოდ, წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში დანამატის სახით 700 ლარს მიიღებს, მენტორი კი - 1000 ლარს.

ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500 ლარს შეადგენდა, ხოლო მენტორის - 700 ლარს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება