სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში წარმატება მოიპოვეს
16-11-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N1, N2, ჭრებალოს, ტოლისა და ბუგეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში - „მწიგნობარი 2021“ წარმატებას მიაღწიეს.

გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ; აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში - „თავისუფალი თემა“ ორი პირველი ადგილი იყო, ხოლო - „XIX- XX სს-ის მწერლობა“ და „საბავშვო მწერლობა“ ორი მეორე ადგილი გახლდათ.

პირველ ადგილზე გასულებს 500 ლარიანი ვაუჩერები და ერთი წლის მანძილზე (მომდევნო კონკურსამდე) სტიპენდიის სახი​თ 50 ლარი გადაეცეთ; ხოლო, ნომინაციების - „ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანების“ და „ვეფხისტყაოსანის“ გამარჯვებულებს 1000 ლარიანი ვაუჩერები და 100 ლარიანი სტიპენდია 1 წლით გადაეცათ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის N1 სკოლის კურსდამთავრებულს, მარიამ მაჩაიძეს რომელმაც კონკურსში მონაწილეობა მესამედ მიიღო დამატებით 1500 ლარიანი ჯილდო გადაეცა.

ნომინაციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

ისტორიული რომანი:
1. შოთა ჭელიძე (ბუგეულის საჯარო სკოლა);
2. ერეკლე ჯოხაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა).

ლიტერატურული შედევრები:
1. მარიამ მელაშვილი (ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა);
2. შოთა ჭელიძე (ბუგეულის საჯარო სკოლა). 

XIX- XX სს-ის მწერლობა:
1. ლიზი ალავიძე (ჭრებალოს საჯარო სკოლა);
1. ერეკლე ჯოხაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა);
2. რუსუდან ჭელიძე (ბუგეულის საჯარო სკოლა).

თანამედროვე მწერლობა:
1. ანა მელაშვილი (ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა);
2. ნინო კიკვაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა).

პუბლიცისტიკა და ესე:
1. თამარ მუსერიძე (ბუგეულის საჯარო სკოლა);
2. სალომე ჩარკვიანი (ბუგეულის საჯარო სკოლა).

საბავშვო მწერლობა:
1. მარიამ გორდეზიანი (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა);
2. ნიკოლოზ სოფრომაძე  (ჭრებალოს საჯარო სკოლა);
2. დაჩი ლომთაძე (სოფელ ტოლის საჯარო სკოლა).

ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები:
1. ოთარ დონაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა);
2. მარიამ მელაშვილი (ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა)

დრამატურგია:
1. ნიკოლოზ ნასარიძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა);
2. ერეკლე ჯოხაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა).

„პოეზია უპირველეს ყოვლისა“:
1. ერეკლე ჯოხაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა);
2. ოთარ დონაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა). 

თავისუფალი თემა:
1. მარიამ თომაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა);
1. შოთა ჭელიძე  (ბუგეულის საჯარო სკოლა);
2.  მარიამ მაჩაიძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული).

„ვეფხისტყაოსანი“:
1.  მარიამ მაჩაიძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული)
2. სანდრო თომაძე (ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა).

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება