სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვეუბნებით არას მავნე ჩვევებს“- თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გამოფენა
15-11-2021
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-6დ კლასის მოსწავლეებმა, მავნე ჩვევების შესახებ, თავიანთი ნამუშევრები დერეფანში გამოფინეს. 

„ერთად ვეუბნებით არას მავნე ჩვევებს“- მოსწავლეები სწორედ ამ ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ არა ეთქვათ ნებისმიერი მავნე ჩვევისთვის. 

მოსწავლეებმა, ასევე, მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თამბაქოს, ალკოჰოლის, სწრაფი კვებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობისა და დამოკიდებულების შესახებ.

მათი დამრიგებელი პედაგოგი ანა ურუშაძეა.

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სკოლაში მსგავსი აქტივობები გაგრძელდება.

„ერთად ვეუბნებით არას მავნე ჩვევებს“, ამ ლოზუნგით მოაწყვეს მე-6დ კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების გამოფენა დერეფანში. ჩვენმა ბავშვებმა პლაკატებისა და საინტერესო პოსტერების ფორმით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ადიქციის მწვავე შემთხვევების მიმართ. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია თამბაქოს, ალკოჰოლის, სწრაფი კვებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობის შესახებ და იმ ზიანზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც ეს მავნე ჩვევები აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. საინტერესო და ორიგინალური ფორმებით გადმოცემული სათქმელი მეექვსე კლასელებმა საკუთარი ხელით გამოფინეს და ჯანსაღი ცხოვრების კუთხე მოაწყვეს. ჩვენ ყველა ერთად ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას და უარს ვეუბნებით მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებებს. ერთად ჯანსაღი და წარმატებული მომავლისთვის, სწორედ ამას ისახავს მიზნად აღნიშნული პროექტი, რომელიც გაგრძელდება და მეტ საინტერესო აქტივობას გვპირდება“,- წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება