სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აქვს თუ არა დირექტორს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის უფლება და მიიღებს თუ არა დანამატს სტატუსის მოპოვების შემდეგ?
23-11-2021
-
+


სკოლის ხელმძღვანელებმა, წლების წინ, დირექტორების გამოცდა ჩააბარეს. მათ საგამოცდო ტესტების სწორად დასაწერად შესაბამისი კანონების ცოდნა მოეთხოვებოდათ, ტესტი ასევე მოითხოვდა თეორიულ ცოდნას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის პერსონალთან ურთიერთობაში.

საინტერესოა, გარდა პროფესიული გამოცდისა, შეუძლია თუ არა დირექტორს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე გასვლა?

დირექტორს, რომელსაც თავისი განათლება, ამავე დროს, პედაგოგობის უფლებასაც ანიჭებს, შეუძლია, გავიდეს მასწავლებლის გამოცდაზე და კომპეტენცია დაადასტუროს. მას დირექტორობის პარალელურად გაკვეთილების ჩატარების უფლებაც აქვს, ხელფასს კი ორივე მიმართულებით მიიღებს - როგორც დირექტორი და როგორც მასწავლებელი.

დაერიცხება თუ არა დირექტორს მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შემდეგ დანამატი?

კანონის მიხედვით, სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, ჩაატარონ გაკვეთილები არაუმეტეს 10 საათისა, რა თქმა უნდა, ეს წესი ვრცელდება თავად დირექტორზეც. 10 საათის ჩატარება სტატუსის სრულად დასარიცხად საკმარისი არაა, იმისთვის რომ პედაგოგს/დირექტორს სტატუსის შესაბამისი დანამატი დაერიცხოს, საჭიროა სრული დატვირთვა. სრული დატვირთვა კი დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის მინიმუმ 13 საათია, სხვა საგნის პედაგოგებისთვის კი - 15. აქედან გამომდინარე, დირექტორები, რომლებიც მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ, კანონით დადგენილი შეზღუდვის გამო, სრულ დანამატს მაინც ვერ მიიღებენ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მათ მხოლოდ 10 საათის ჩატარების უფლება ექნებათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება