სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს სკოლაში შაბათ დღეს სწავლის აუცილებლობა არ დგას“ - ნელი სულხანიშვილი, ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი
12-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნელი სულხანიშვილი საუბრობს.

-როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით? 

- ჩვენს სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმით. როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლებისა და მოსწავლეების სურვილია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. 

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ? 

- კომპლექსური დავალებების ფორმატის მიმართ მშობლები არიან ცუდად განწყობილი, განსაკუთრებით  დაწყებითი  საფეხურის მოსწავლეთა მშობლები, რადგან მიაჩნიათ რომ კონკრეტული დავალებები მათი შესასრულებელია და მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში თავს ვერ ართმევენ.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- ღონისძიებებს ძირითადად ვგეგმავთ ონლაინ რეჟიმში, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?

- ჩვენს სკოლაში ამჟამად არ დგას ამის საჭიროება, რადგან მეტ-ნაკლებად შეუფერხებლად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. სიტუაციიდან გამომდინარე თუ დადგება შაბათ დღეს სწავლის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. 

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?

- დღეის მდგომარეობით სკოლის მასწავლებელთა 80% არის ვაქცინირებული და ჩვენი მხრიდან ყველანაირი პირობაა შექმნილი სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებისათვის. რაც შეეხება მშობელთა ვაქცინაციას,  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით უმეტესი ნაწილი არის აუცრელი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლემ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
 

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება