ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში საგნობრივი ოლიმპიადა გაიმართა
12-11-2021
დაკოპირებულია
-
+
აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში საგნობრივი ოლიმპიადა გაიმართა.
საგნობრივი ოლიმპიადის მუნიციპალური ტური დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის 26 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე გაიმართა.
აღნიშნული ოლიმპიადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.