სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ნაძალადევის სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
08-02-2018
-
+


თბილისში, ნაძალადევის რაიონის სკოლის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა. კერძო სკოლა „ლამპრის“ მე-10 კლასის მოსწავლე, რომელიც ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცემეს, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

კერძო სკოლა „ლამპარის“ დირექტორის, დარეჯან ქადაგიძის განცხადებით, ბავშვი მასთან მე-12 სკოლის მანდატურმა მიიყვანა:

„სკოლის დატოვებიდან ცოტა ხანში მე-12 სკოლის მანდატურმა ამოიყვანა ნაცემი. მითხრა, რომ ბავშვს დახვნენ და ვიღაცამ ხელი მოარტყა. ბავშვს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. როდესაც ვკითხე, რა მოხდა, თქვა, რომ არ იცის, ვინ დაარტყა და აღნიშნა, რომ ბევრი ბიჭი იყო შეკრებილი. სამართალდამცავები ჩემს კაბინეტში იყვნენ, როდესაც მოსწავლეს კითხავდნენ. მან თქვა, რომ შემთხვევით შეესწრო ჩხუბს და მოხვდა მუშტი. მისივე თქმით, ის არ იცნობს ინციდენტში მონაწილე პირებს. ამბობს, რომ შეხება მათთან არ ჰქონია”, - განაცხადა დარეჯან ქადაგიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება უკვე დაიწყო. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება