სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოზურგეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
07-02-2018
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით Etaloni.ge შრომის საჯარო სკოლის დირექტორს რუსუდან ცეცხლაძეს დაუკავშირდა. 

სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებლის საქმე დისციპლინურ კომიტეტს შესასწავლად და განსახილველად გადაეცა:

„პირველი გაკვეთილის დაწყებამდე მეშვიდეკლასელ მოსწავლეს მასწავლებელმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მუსიკის ოთახში ერთ-ერთმა მოსწავლემ ფარდა ჩამოაგდო. თანაკლასელებმა შეცდომით დაასმინეს მოსწავლე და მასწავლებელს ეგონა, რომ დამნაშავე ეს ბავშვი იყო. მოსწავლემ ტირილი დაიწყო და საქმეში მშობლები ჩაერთნენ. დავიბარე მასწავლებელი და მოსწავლე და მათ ახსნა-განმარტება დავაწერინე. აღნიშნული მასწავლებლის საქმე დისციპლინურ კომიტეტს შესასწავლად და განსახილველად გადავეცი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია. ველოდებით გადაწყვეტილებას.“

დირექტორის თქმით, ეს მასწავლებლის მხრიდან პირველი შემთხვევა იყო. ადრე მის მიმართ სკოლის დირექციაში არანაირი საჩივარი არ შესულა. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ მოსწავლის ცემის ფაქტი მასწავლებლის სამსახურიდან დათხოვის საფუძველი შეიძლება გახდეს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება