სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მოხდება თუ კომპლექსური დავალების შესრულებაზე მოსწავლე ან კლასი უარს იტყვის?
21-11-2021
-
+


კომპლექსურმა დავალებებმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აზრები გაიყო, სასკოლო საზოგადოების ნაწილს სიახლე მოსწონს, ნაწილი კი მას სკეპტიკურად უყურებს და იმედოვნებს, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში „პედაგოგებზე ცდები მალე დასრულდება“ და სწავლება ძველი მეთოდებით გაგრძელდება.

კომპლექსური დავალებებისადმი განსხვავებული დამოკიდებულებაა მშობლების მხრიდანაც. ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის ეს არაფრის მომცემია, ნაწილი კი ამბობს, რომ სიახლე სწორედაც რომ დროულია და მოსწავლეებს არა მხოლოდ საგანში აძლევს ცოდნას, არამედ ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის ამზადებს და ბავშვებს აზროვნებას უვითარებს.

„ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლებისთვის კომპლექსური დავალებების მომზადება სავალდებულო გახდა, მასწავლებლებმა მრავალსაათიანი ტრენინგები გაიარეს, ამ მიმართულებით ცოდნა მიიღეს, ამჯერად კი კომპლექსური დავალებებით მოსწავლეებს აინტერესებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ბავშვისთვის აღნიშნული დავალებები გაუგებარი აღმოჩნდა, მშობლებს აქვთ კითხვა - რა მოხდება თუ კომპლექსური დავალების შესრულებაზე მოსწავლე ან სრულიად კლასი უარს იტყვის?

მასწავლებლების უმრავლესობა კომპლექსური დავალებების შეფასებას შემაჯამებელ გაკვეთილში წერს. ეს გადაწყვეტილება მათ იმიტომ მიიღეს, რომ  მოსწავლეები ორმაგად არ დაიტვირთონ და ერთი დავალების სრულყოფილად შესრულებაზე იყვნენ კონცენტრირებულები.

შემაჯამებელი კომპლექსური დავალება განისაზღვრება თემების მიხედვით და წარმოადგენს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მოსწავლე კომპლექსური დავალების შესრულებაზე უარს იტყვის, მას შეფასება არ დაეწერება და შემაჯამებელის აღდგენა მოუწევს. გამოდის, რომ კომპლექსური დავალებების შესრულება თითოეული მოსწავლისთვის აუცილებელია, რათა მათ განმსაზღვრელი შეფასება დაიმსახურონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება