სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლები ვერ დაწერენ ჟურნალში შეფასებას სემესტრის ბოლომდე?
04-11-2021
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“, ასევე არჩევით საგნებში მოსწავლე ჩათვლის სისტემით ფასდება. პედაგოგმა ჟურნალში შესაბამისი შეფასება - „ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა“ უნდა შეიტანოს.

მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებისა, მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში ჩათვლის დაწერის საშუალება არ ეძლევათ. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს პედაგოგები, რომლებიც სპორტს, არჩევით საგნებს ან საგზაო ნიშნებს ასწავლიან?

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული საგნების მასწავლებლებმა ჩათვლის სისტემით მოსწავლე მხოლოდ სემესტრის ბოლოს უნდა შეაფასონ.

პედაგოგებმა, რომლებმაც არჩევით საგნებში, ასევე სპორტში და საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ შემაჯამებელი გაკვეთილები დანიშნეს, შესაბამის ველში ჩათვლის ნაცვლად განმსაზღვრელი შეფასება უნდა დაწერონ. მათ შემაჯამებლის შეფასებისას კომენტარის „ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა“ საშუალება არ მიეცემათ, შემაჯამებელის შეფასების ველში ჩათვლის დაწერისას გამოუჩნდებათ „ნიშნის დაწერა აუცილებელია“, სადაც მათ მოსწავლე ქულებით უნდა შეაფასონ.

გარდა შემაჯამებლების შეფასებისა, პედაგოგები, რომლებიც აქამდე საგნებში ბავშვებს ჩათვლის სისტემით აფასებდნენ, სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებს განმსაზღვრელ ნიშნებს დაუწერენ, სემესტრის ბოლოს კი მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში შეფასების „ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა“ დაწერის საშუალება ექნებათ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება