სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზოდის საჯარო სკოლა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სკოლის ეზოში მდგარი სპორტული დარბაზის აღდგენას სთხოვს
06-02-2018
-
+


ზოდის საჯარო სკოლა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სკოლის ეზოში მდგარი სპორტული დარბაზის აღდგენას სთხოვს. 

სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც 2007 წელს სკოლას საჩუქრად საჭიდაო ხალიჩა გადაეცა, მოსწავლეებში თავისუფალი სტილით ჭიდაობამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და მოზარდები აქტიურად ჩაერთვნენ ვარჯიშებში. ვარჯიშები მოსწავლეებს სპორტის პედაგოგის, მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის თამაშების პრიზიორის,მალხაზ მერმანიშვილის მიერ უტარდებოდა.   

ყოველი წლის ზაფხულში სპორტის მასწავლებლის ინიციატივით, პატარა მოჭიდავეებს მინსკის  ოლიმპიური თამაშების,  სამგზის ჩემპიონის,შ ვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის, ალექსანდრე მედვედის  ოლიმპიური  ცენტრის  სპორტსმენები სტუმრობენ. ცნობილი სპორტსმენები ბავშვებს მასტერკლასებს უტარებენ. 

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეები პირობების არქონის მიუხედავად ხშირად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში და საკმაოდ კარგ შედეგებსაც აღწევენ. სწორედ ამიტომ ზოდის საჯარო სკოლას ახალი, შესაბამისად აღჭურვილი სპორტდარბაზი ესაჭიროება. 

ამასთან აღსანიშნავია, რომ ზოდის სკოლის მოსწავლეები სკოლაში დადგენილი დიდი დასვენების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების პაკეტშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მაგალითისთვის საინტერესოდ წარიმართა ბოლო დროს ჩატარებული მე-11 კლასის აქტივობა, რომელიც იუნესკოს მიერ ქართული ანბანის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებას შეეხებოდა. პრეზენტაციაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ანბანის განვითარების ისტორია, ცნობილი ქართველი მოღვაწეების გამონათქვამები ქართული ანბანის შესახებ და უცხოელი ქართველოლოგები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ანბანის პოპულარიზაციის საქმეში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება