სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაეკის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი გამოცდებში ცვლილებებზე - „მინდა საზოგადოება დავარწმუნო...“
01-11-2021
-
+


2022 წლის ეროვნულებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შესული ცვლილებების შესახებ აბიტურიენტმა 20 ოქტომბერს გაიგეს, რამაც მოსწავლეების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ახალგაზრდებს, მიაჩნიათ, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმაციას  ცენტრი სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა აცხადებდეს, რათა აპლიკანტებს სათანადო დრო ჰქონდეთ სიახლეების ასათვისებლად და გასაცნობად. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება „ნაეკის“ ქართულ ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ლოლაძემ რადიოეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ასეთი გადაწყვეტილებები ერთი ხელის მოსმით არ მიიღება“.

„ასეთი გადაწყვეტილებები ერთი ხელის მოსმით არ მიიღება. ჩვენ ვატარებთ ნამუშევრების ანალიზს, ვიღებთ ექსპერტულ შეფასებას, ვაკვირდებით პუბლიკაციებს, რომლებიც ამ საკითხებს ეხება. ამ ყველაფრის საფუძველზე შარშან, ამ დროს შევთავაზეთ ამ დავალების ერთი ვერსია ჩვენს ახალგაზრდებს, სხვადასხვა რეგიონში. გავითვალისწინეთ, რომ მე-12 კლასებს კიდევ არ ჰქონდათ გავლილი სააბიტურიენტო ციკლი და მაისის თვეში კიდევ შევთავაზეთ ტესტი, ამ ნამუშევრების ანალიზის შედეგად მოხდა დეტალების დაზუსტება და ახლა, როგორც კი განახლდა საკლასო ოთახებში მეცადინეობა, ოქტომბრის დასაწყისში გამოვცადეთ რამდენიმე რეგიონში ეს დავალება და მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ახალგაზრდებმა მშვენივრად გაართვეს თავი. დავალების გააზრების პრობლემა საერთოდ არ ყოფილა. პედაგოგების მხრიდანაც გვაქვს უკუკავშირი, რომ ახალგაზრდებს არ უჭირთ ამ დავალებისთვის თავის გართმევა და მით უფრო არ გაუჭირდებათ წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა ნანა ლოლაძემ.

იხილეთ: გაეცანით შეცვლილი ტესტების ნიმუშებს -  ცვლილებები ქართული ენასა და ლიტერატურაში და გეოგრაფიაში შევიდა

აბიტურიენტები ქართულში ერთ თემას დაწერენ, გეოგრაფიაში კი რუკა აღარ ექნებათ - გორგოძე 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე

2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების არჩევანი გაიზარდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება