სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქმენეთის რესპუბლიკის ელჩი და გენერალური კონსული ესტუმრნენ
05-02-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში თურქმენეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება დოვლეთმურად მურატოვი და გენერალური კონსული აგბაი მურატოვი ესტუმრნენ.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა და უნივერიტეტის განვითარების ახალი სტრატეგია და საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექსტი გააცნო. ელჩმა განაცხადა, რომ მისთვის აფხაზეთის თემა საინტერესოა, რადგან თურქმენეთის სახელმწიფო, როგორც ნეიტრალური მხარე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. მისი თქმით, საუნივერსიტეტო დიპლომატია ყველაზე კარგი გზაა კონფლიქტების დარეგულირებისთვის და თუ ამის საჭიროებას ქართული მხარე ხედავს, თურქმენეთი მზადაა ჩაერთოს. 

„ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობაა, ასევე საგანმანათლებლო ველშიც ვთანამშრომლობთ. თქვენი რექტორის საუნივერსიტეტო განვითარების ახალი ხედვა, რაც საუნივერსიტეტო დიპლომატიას გულისხმობს, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და უნდა ითქვას, რომ ყველაზე ქართული საქმეა“ - განაცხადა თურქმენეთის რესპუბლიკის ელჩმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის განმარტებით, შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან გაგრძელდება, რაც უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება