სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

დამატებით პრემიას მიიღებენ უნივერსიტეტში უმაღლესი ქულით ჩარიცხული სტუდენტები
28-10-2021
-
+


საქართველოს ოთხ უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი წარმატებულ სტუდენტთა ხელშეწყობას და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. 

მემორანდუმის ფარგლებში, საგანმანათლებლო ფონდის მიერ თსუ-ს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის  ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე ყოველწლიური სტიპენდია გაიცემა. ფონდი პრემიებს გასცემს იმ აბიტურიენტებზეც, რომლებიც ხსენებულ უნივერსიტეტებში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხებიან.  შესაბამისი კრიტერიუმით გამოვლენილი სტუდენტების შესახებ ინფორმაციას, მხარეთა შეთანხმებით, ფონდს უმაღლესი სასწავლებლები მიაწვდიან.  

საგანმანათლებლო ფონდის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდია გაიცემა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

სამედიცინო უნივერსიტეტში შეირჩევიან ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საექთნო საქმის (ექთანი) ფაკულტეტების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტების, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში – სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების  სტუდენტები.

მომავალ წლებში საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაგეგმილია უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიული არეალისა და ფაკულტეტების რაოდენობის გაზრდა. მათ შორის, პროფესიული განათლების მიმართულებითაც. განათლების ხარისხის ასამაღლებლად ფონდი საგანმანათლებლო პროექტებს  სკოლის მოსწავლეებსაც შესთავაზებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება