სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გორში, შესაძლოა, ბაღის გამგეებს თანამდებობების დატოვება მოუწიოთ
02-02-2018
-
+


გორში, შესაძლოა, ბაღის გამგეებს თანამდებობების დატოვება მოუწიოთ. როგორც Etaloni.ge-სთან გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა განაცხადა, გორის მერიაში ბაღების გამგეების კვალიფიკაციის საკითხზე მუშაობენ. 

„კანონი სკოლამდელი აღზრდის შესახებ ითვალისწინებს, რომ ბაღის გამგე და აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. რაც ამ კანონზე დავიწყეთ მუშაობა და სტანდარტების შემუშავება, ბაღის გამგეების კვალიფიკაციის საკითხი დადგა. გორში სულ 59 ბაღია და ამათგან რამდენი ბაღის გამგეს არ აქვს უმაღლესი განათლება, ჯერ არ ვიცით. ყველა ბაღის გამგის პირადი საქმეებია შესასწავლი,“ - აღნიშნა ეკატერინე სუხიშვილმა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 17 საბავშვო ბაღის გამგის კვალიფიკაცია არ შეესაბამება მოთხოვნებს, დაუზუსტებელია. 

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 საბავშვო ბაღის გამგეა, რომელთაც კოლეჯი აქვთ დამთავრებული და მათი დიპლომები არ უთანაბრდება აკადემიურ ხარისხს. ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა. როგორც მოგახსენეთ, ვსწავლობთ ამ საკითხს. თუ ეს დირექტორები (კოლეჯდამთავრებული გამგეები) აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარადგენენ თავიანთ დიპლომებს და იქ აღმოჩნდება, რომ მათი დიპლომი უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, რა თქმა უნდა, დარჩებიან თანამდებობებზე. მაგრამ თუ აღმოჩნდა, არ მათ არ აქვთ უმაღლესი განათლება, თანამდებობის დატოვება მოუწევთ,“ - განაცხადა გორის მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს მიიღო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება