სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

იქნება თუ არა საპატიო რეგულაციების გამო დაწერილი „არები“? - რეგულაციებისგან გამოწვეული გაუგებრობა
21-11-2021
-
+


კოვიდპანდემიის გამო სკოლებში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. შეზღუდვებმა გარკვეული სირთულეებიც წარმოშვა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოსწავლეთა გაცდენებია, რომელიც ხშირად რეგულაციებიდან გამომდინარეობს და „იძულებითია“.

რეგულაციების თანახმად, მოსწავლე სკოლაში არ დაიშვება თუ მას საეჭვო სიმპტომები აქვს (ცხელება, ხველა, სურდო ...). ასევე ეკრძალება სკოლაში მისვლა იმ ბავშვს, რომლის ოჯახის წევრიც ავადაა, მაგალითად სიცხე აქვს, სურდო ან ხველა. ქვეყანაში, კორონავირუსის გარდა, სეზონური ვირუსებიც გავრცელდა, რის გამოც ხშირია მოსწავლეების ან მათი ოჯახის წევრების ავადობა. ეს ყოველივე კი მოსწავლეთა გაცდენების მიზეზი ხდება.

ეპატიებათ თუ არა მოსწავლეებს რეგულაციების გამო დაწერილი „არები“ სემესტრის ბოლოს? - აღნიშნულ კითხვაზე განათლების სამინისტრო შემდეგ განმარტებას აკეთებს:

„იზოლაციის გამო დაწერილი არები საპატიო იქნება თუ არა ოფიციალური ბრძანება არ არსებობს, თუმცა დეტალების გასარკვევად რესურსცენტრს მიმართეთ. რესურსცენტრი მოგცემთ რეკომენდაციას იზოლაციის გამო დაწერილი არების თაობაზე”.

მასწავლებლები ამბობენ, რომ უსამართლობაა, მოსწავლეს, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს და არ დამალავს ოჯახის წევრის ავადმყოფობას, პრობლემები შეექმნას. პედაგოგები ასევე ინიციატივით გამოდიან, კოვიდპანდემიის პერიოდში მოსწავლეებს რეგულაციის გათვალისწინების გამო დაწერილი „არები“ ეპატიოთ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2021 წლის 8 აპრილიდან ზედიზედ 45 დღის განმავლობაში სკოლის გაცდენა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების მიზეზი ხდება. 

იხილეთ: მოსწავლეს სტატუსი 90-ის ნაცვლად, ზედიზედ 45 დღის გაცდენის შემდეგ უჩერდება - ცვლილება ძალაშია


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება