სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორბელისა და ლაილაშის საჯარო სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოინახულა
21-10-2021
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელისა და ლაილაშის საჯარო სკოლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ეწვია. 

იგი სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. 

განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში, დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის კი საჭიროა როგორც სასკოლო საზოგადოების, ასევე მშობლების მხრიდან სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე დაათვალიერა ლაილაშის ახლადაშენებული სკოლა, რომელშიც ამჟამად 39 მოსწავლე სწავლობს. 

მინისტრთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები პარლამენტის წევრმა გოჩა ენუქიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მოინახულეს.

„ცაგერის მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა სოფელ ლაილაშის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერა, რომელშიც ამჟამად 39 მოსწავლე სწავლობს. მინისტრის თქმით, ლეჩხუმის მხარე ისტორიულად ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო პროცესების განვითარებაში და ამ მხრივ გამორჩეულია სოფელი ლაილაში, სადაც პირველი საგანმანათლებლო კერა 150 წლის წინ, ჯერ კიდევ 1871 წელს დაარსდა და ეს იყო პირველი სასწავლებელი ამ რეგიონში. დღეისათვის კი მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასკოლო გარემოში მიიღონ განათლება, რაც ორმაგად მნიშვნელოვანი და საამაყოა.
საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ლაილაშში, 1 886 178 მილიონი ლარის ღირებულების, 90 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ააშენა. შენობა სრულად არის ადაპტირებული, განთავსებულია 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი, 1 ლაბორატორია და სპორტული სივრცე. კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსებულია სპორტული მოედანი.
სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში ვიზიტის დროს, მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო საზოგადოებას სიახლე გააცნო და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სოფელში 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო კომპლექსი აშენდება. გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2021 წელს დაიწყება და წელიწადნახევარში დასრულდება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სოფელ ორბელში, სადაც პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ჯერ კიდევ 130 წლის წინ დაარსდა, მნიშვნელოვანია არსებობდეს თანამედროვე საჯარო სკოლა, რომელშიც არაერთი თაობა გაიზრდება და მიიღებს შესაბამის ცოდნას. ამჟამად სკოლაში 56 მოსწავლე სწავლობს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება