სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის პირველი სემესტრი ღია გაკვეთილებით იყო დატვირთული
02-02-2018
-
+


ბახვის საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საინტერესო ღია გაკვეთილები და სასკოლო ღონისძიებები ჩატარდა. თითოეულმა გაკვეთილმა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა.

1.
2017 წლის 19 დეკემბერს მათემატიკის მასწავლებელმა, მზიული ბაჯელიძემ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე-ვექტორების შეკრება. გაკვეთილზე გამოყენებული იყო კომპიუტერული ტექნოლოგიები. გაკვეთილმა საშუალება მისცა მოსწავლეებს მათემატიკაში მიღებული ცოდნა დაეკავშირებინათ ფიზიკასთან და ხელი შეუწყო ცოდნის ტრანსფერს, საგანთა შორის (მათემატიკა და ფიზიკა)  კავშირის დამყარებას.

2. 2017 წლის 18 დეკემბერს მათემატიკის მასწავლებელმა, თინათინ ანტონიანმა ჩაატარა გაკვეთილი თემაზე-შემაჯამებელი გაკვეთილი ფუნქციებზე, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის წევრები, გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, განხილულ იქნა საკითხები, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. მასწავლებლის დახმარებით ბავშვებმა შექმნეს ამ პროცესების მათემატიკური მოდელი ფუნქციების სახით.

3. 2017 წლის ნოემბერში ეკატერინე არუსიამ მეორე კლასსში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი. ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციის, კერძოდ, წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა. ვინაიდან წიგნიერება  გულისხმობს  ცოდნისა და უნარების ერთობლიობას, რომელიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას  სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივსაქმიანობაში. მოიცავს კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველების და წერის უნარებს; სწავლების ამ საფეხურზე მნიშვნელოვანია მოსწავლეები დაეუფლონ, როგორც გამართული კითხვის ტექნიკას, აგრეთვე, შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება, ინფორმაციის დამუშავების შემდეგ გამოთქვან მოსაზრებები,შეაფასონ პესონაჟების ქცევა,გამოყონ ძირითადი პრობლემა და დასახონ პრობლემის მოგვარების გზები. შერჩეული თემა - „ჭიანჭველა და ფუტკარი“ შეესაბამება მოსწავლეთა განვითარების დონეს და საშუალებას იძლევა დასახული მიზნები  განხორციელდეს წარმატებით. 


4.  7.11.2017 თამილა ხელიძემ ჩაატარა შიდა შეფასების გაკვეთილი ქართულ ენაში.თემა ზოოპარკი.გაკვეთილი ითვალისწინებდა კითხვის საწყისი უნარების განვითარებას. წვრილი მოტორიკის განვითარებაზეზრუნვას.კლასიფიკაციის უნარის განვითარებას.სათაურიანი და სიუჟეტიანი ტექსტის წაკითხვას.ილუსტრაციის დაკავშირებას ტექსტის შინაარსთან.გაკვეთილი მოსწავლეებისათვის საინტერესო და გასაგები იყო.რადგან გამოყენებულიიყო მიზანმიმართული აქტივობები. ხოლო 15.12.2017 -ში თამილა ხელიძემ ჩაატარა შიდა შეფასების გაკვეთილი მათემატიკაში თემა ერთნიშნა რიცხვების შეკრება გამოკლება.გაკვეთილის მიზანი იყო ერთნიშნა რიცხვების ჩაწერა დაწაკითხვა. მიმატებისა და გამოკლების ხერხების გაცნობა და გამოთბლებში მათი გამოყენების უნარ ჩვევების განვითარება.გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა თვალსაჩინოებები.მოსწავლეები მუშაობდნენბუკებში.გამოყენებული იყო ჯგუფური მუშაობა.ცოდნის შემოწმების მიზნით მოსწავლეებმა შეასრულეს დამოუკიდებელი სამუშაო.

5. ხათუნა ბარამიძემ. მე-5 კლასში ჩაატარა შიდა შეფასების გაკვეთილი. თემაზე: ჰორიზონტის მხარეების გაგნება-ორიენტირება

ავტორი: თინათინ ანტონიანი 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელი ფაკულტეტი რომელ უნივერსიტეტს ექნება - მთავრობის დადგენილებით კურიკულუმების ჩამონათვალი განისაზღვრა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პირველი მასწავლებელი სიამაყით აღავსეს

 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დირექციამ და პედაგოგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს
 
 
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება