სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს
02-02-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს. 

პროგრამას „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“ (eTwinning Plus) ცენტრი 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. 

Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

პროგრამა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში. eTwinningPlus პორტალი მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.

2017 წლიდან ქართველ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ eTwinning-ის პორტალზე განახორციელონ პროექტები ქართველ პარტნიორებთან ერთად ქართულ ენაზე (აუცილებელი პირობაა, რომ პარტნიორი მასწავლებლები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან), თუმცა პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტად რჩება ევროპული პროექტები, განხორციელებული ევროპელ პარტნიორებთან ერთად. 

მასწავლებლები, რომლებიც განახორციელებენ ევროპულ პროექტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთნონ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება, მიიღონ ევროპული ხარისხის ნიშანი და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში, ხოლო ეროვნული პროექტების (ქართულ ენაზე) განხორციელებისას მასწავლებლები მიიღებენ მხოლოდ ეროვნულ ხარისხის ნიშანს. 

სქემის ფარგლებში კრედიტქულის მინიჭება მოხდება ორივე შემთხვევაში.

რეგისტრაცია იწარმოებს 2 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს. 

ავტობიოგრაფია და პროექტის გეგმა (ინგლისურ ან ქართულ ენაზე დანართი N1 -ის მიხედვით) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე etwinningplusgeo@tpdc.ge 10 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით.

იხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება