სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები, და-ძმა ნინი და გივი ბერიძეები izrune.ge-ს ტესტებს ბრწყინვალედ ასრულებენ
15-10-2021
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები, და-ძმა ნინი და გივი ბერიძეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

ჭკვიანი და საამაყო და-ძმა შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ. ამჯერადაც ტესტში ბრწყინვალე შედეგები აქვთ.
 
„გამარჯობ, მე ვარ ნინი ბერიძე, 7 წლის. ვცხოვრობ ახალქალაქის მუნიციპალიტეტ სოფელ პტენაში. ვსწავლობ პტენის საჯარო სკოლის მე-2 კლასში. ჩემი ჰობია: ხატვა, ცეკვა, სიმღერა და წიგნების კითხვა. „ეტალონის“ პროექტი ძალიან საინტერესოა. მომწონს izrune.ge-ს ტესტები და ყოველთვის ხალისიანად ვავსებ. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მენეჯერს, ელენე ზარიძეს გაწეული შრომისათვის. ძალიან ლამაზსა და ხალისიან მასწავლებელს. ძალიან მიყვარხარ ელენე მასწავლებელო  კარგი იქნება თუ ყველა მოსწავლე ჩაერთვება ამ პროექტში, რომელიც არის ძალიან საინტერესო და სახალისო; რაც მთავარია გვეხმარება ცოდნის განმტკიცებაში. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელობას“, - წერს ნინი ბერიძე.

„გამარჯობა, მე ვარ გივი ბერიძე,10 წლის. ვცხოვრობ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენაში. ვსწავლობ პტენის საჯარო სკოლის მე-5 კლასში. ჩემი ჰობია: ხატვა და სათავგადასავლო წიგნების კითხვა. ჩემი მიზანია გავხდე მეცნიერი. ვოცნებობ გამოვიგონო ისეთი წამალი, რომ სიკვდილი დავამარცხო და იყოს სულ სიცოცხლე დედამიწაზე, ადამიანები იყვნენ მუდამ ბედნიერები. izrune.ge არის ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი. იგი მეხმარება განვითარებაში, მაძლევს საშუალებას გავიხსენო და ასევე მივიღო ახალი ინფორმაცია. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მენეჯერს, ელენე ზარიძეს გაწეული შრომისათვის. ყველა მოსწავლეს მოვუწოდებ ჩაერთონ ამ საინტერესო პროექტში, რათა უფრო მეტად განიმტკიცონ თავიანთი ცოდნა. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელობას“, - აღნიშნა გივი ბერიძემ.

შეგახსენებთ რომ, 14 ოქტომბერს - სვეტიცხოვლობას, izrune.ge-ზე საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადის დღე იყო. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება