| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოზარდების დაჭრის საქმეში ახალი დეტალები გაირკვა.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ გუშინ, წითელი ბაღის ტერიტორიაზე მხოლოდ ორი მოსწავლე დაჭრეს.
თუმცა ირკვევა, რომ დაზიანებები კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა მიიღო. მისი ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ის მხოლოდ აშველებდა თანატოლებს და დაზიანებები სწორედ ამ დროს მიიღო. თუმცა საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. მას მხოლოდ ხელზე აქვს მსუბუქი დაზიანება.
35-ე სკოლის სკოლის დირექტორის მიხეილ ჩიკვილაძის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოსწავლეები რეპეტიტორთან მიდიოდნენ.
მოზარდები ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების თქმით, არასრულწლოვნებს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდათ.
ერთ-ერთი დაჭრილი მოსწავლის მშობლის, ირაკლი ცანავას განცხადებით, ბავშვებს ჭრილობები მათთვის უცნობმა თანატოლებმა მიაყენეს. ამის შესახებ ირაკლი ცანავამ ჟურნალისტებს დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან განუცხადა.
ასევე გაირკვა, რომ მოსწავლეები დაახლოებით 2-3 წლის წინ პირველი ექსპერიმენტულიდან 35-ე სკოლაში გადავიდნენ. გადასვლის მიზეზები უცნობია.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება