TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

კვირიკეთის საჯარო სკოლაში სწავლა დასწრებით ფორმატში რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
12-10-2021
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში ყველა შესაბამის რეგულაციასა და რეკომენდაციას იცავენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სწავლის დასწრებით ფორმატში განახლებას სკოლა სრულ მზადყოფნაში დახვდა. შენობაში ჩატრდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მოსწავლეებს უსაფრთხო და მშვიდ გარემოში მიეღოთ განათლება.

სანამ სწავლა სკოლის შენობაში დაიწყებოდა, დირექციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად იყო ახსნილი თუ რა ღონისძიებებს ატარებდა სკოლა და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები.

„კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების  მშობელთა, მოსწავლეთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ! 
მოგეხსენებათ 2021 წლის 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი გაგრძელდება სასკოლო სივრცეში. ეპიდვითარებიდან გამომდინარე კვირიკეთის საჯარო სკოლაში განხორციელდა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რათა თითოეულმა მოსწავლემ განათლება მიიღოს ჯანმრთელობისთვის საჭირო უსაფრთხო გარემოში.
• სკოლის მთელ ტერიტორიაზე, ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების მიერ (საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერილები, კიბის უჯრედები, საერთო გამოყენების სივრცეები ) ჩატარდა  სადეზინფექციო სამუშაოები, არჩევნების დასრულებისთანავე,  დღეს,(3ოქტომბერს) განმეორებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა  სკოლის ტერიტორიაზე.(დერეფნები, ფოიე, საკლასო ოთახები, კარის სახელურები, კიბის მოაჯირები)
• Covid-19-ის გამოწვევების საპასუხოდ სკოლა აღჭურვილია: დეზობარიერებითა და დეზობარიერის სითხეებით, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი ხსნარებით, ხელის სადეზინფექციო სითხეებით, თერმომეტრებით, პირბადეების მარაგით, თხევადი სასაპნეებითა და საპნით, ხელის გასამშრალებელი ქაღალდით, სასკოლო ინვენტარის დასამუშავებელი ხსნარით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა საშუალებებით.
• მოწესრიგებულია სველი წერტილები და აღჭურვილია ყველა საჭირო საშუალებით. 
• სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით,სკოლამ გაითვალისწინა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.
• გაკვეთილის ხანგრძლივობა 40 წუთია ,გაკვეთილებს შორის შესვენება 5 წუთი 
• სკოლის ეზოსა და შენობაში უცხო პირთა და მშობელთა შემოსვლა განსაკუთრებით გამკაცრებულია, გთხოვთ კომუნიკაციისთვის გამოიყენოთ დისტანციური ფორმა,სატელეფონო შეტყობინება ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სავალდებულო რეგულაციების დაცვით (პირბადე,სადეზინფექციო ხსნარი,თერმოსკრინინგი) მობრძანდეთ სკოლაში.
• მოსწავლეთა თერმოსკრინინგი განხორციელდება, როგორც სატრანსპორტოს საშუალებაში ასვლისას, ასევე შენობაში შემოსვლისთანავე. 
• სკოლის პერიმეტრზე: ეზოში, შენობის საერთო სივრცეებში, საკლასო ოთახში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება სკოლის თანამშრომლებზე , I - XII კლასის მოსწავლეებზე,მშობლებზე და სკოლაში ვიზიტად მყოფ ყველა პირზე. 
• აღნიშნული პროცესების მართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი და დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული  პირები.
• საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სკოლის ყველა თანამშრომელმა გაიარა სავალდებულო ტესტირება (ყველა თანამშრომელი კოვიდ-უარყოფითია,თანამშრომელთა 80% ორჯერადად აცრილია ) Covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით პერიოდული ტესტირება ჩატარდება კვირაში ერთხელ.
• მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილის, მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადების დროის, თითოეული კლასისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოგაწოდეს კლასის დამრიგებლებმა.
• სსსმ მოსწავლეებისთვის რესურსოთახით სარგებლობის განრიგი განსაზღვრულია სკოლის სპეც. მასწავლებლის მიერ.
•  მოგეხსენებათ, რომ ამ სასწავლო წელს მშობლის  სურვილისამებრ შესაძლებელია , დისტანციური სწავლების არჩევა. დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის/დისტანციური სწავლებიდან დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების მიზნით ვებგვერდზე www.Online.emis.ge როგორც მშობელს, ასევე, სკოლას მოქმედების შესრულების შესაძლებლობა ექნება ყოველი კვირის ხუთშაბათს. მოსწავლის მშობელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. ონლაინ ჯგუფს შესაძლოა ასწავლიდეს სკოლის სხვა მასწავლებელიც.
როგორც მოგეხსენებათ, სკოლაში სასკოლო ბუფეტი არ ფუნქციონირებს, ამიტომ რეკომენდირებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით.
ძვირფასო მშობლებო! გთხოვთ ,გაითვალისწინოთ შემდეგი:
• ცხელების/რესპირატორული დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოთ სკოლას და მოსწავლე სრულად გამოჯანმრთელებამდე არ გამოუშვათ სკოლაში;
• სკოლის ტერიტორიაზე ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის გადაყვანა სამედიცინო ცენტრში ტესტირების ჩასატარებლად;
• გთხოვთ,უზრუნველყოთ მოსწავლის სკოლაში გამოცხადება პირბადით ;
• სასურველია მოსწავლეს თან ჰქონდეს მარკირებული ბოთლით სასმელი წყალი;
დავიცვათ რეგულაციები! 
გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი!
გისურვებთ ჯანმრთელობას
ბედნიერი იყოს 2021-2022 სასწავლო წელი!
გელოდებით, სიყვარულით“,- წერს სკოლის დირექცია.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

ანაზღაურება 3300 ლარია - რა პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას მანდატურის სამსახური 

ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიოტიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება