| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 90 %-ით ამცირებს, - განაცხადეს მეცნიერებმა საფრანგეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. „ეს ნიშნავს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების 9-ჯერ უფრო ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებულებთან შედარებით“,- აღნიშნა ეპიდემიოლოგმა მაჰმუდ ზურეიკმა, რომელიც კვლევას ზედამხედველობდა.
კვლევის დროს 2020 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 20 ივლისამდე პერიოდში 50 წლიდან ასაკის 22.6 მილიონ ადამიანს დააკვირდნენ. კერძოდ, 11.3 მილიონი 50 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული პირი იმავე რაოდენობის არავაქცინირებულებს შეადარეს. შედეგები ანალოგიური იყო „ფაიზერ/ბიონტექის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ეფექტურობა აცრიდან 5 თვის განმავლობაში არ შემცირებულა.
მკვლევარებს მხოლოდ ერთი თვე ჰქონდათ „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში ვაქცინების ეფექტურობის შესაფასებლად, ვინაიდან კორონავირუსის ეს ვარიანტი საფრანგეთში დომინანტური მიმდინარე წლის ივნისიდან გახდა, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინებმა მძიმე სიმპტომებისა და გარდაცვალების რისკი 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 84% -ით, 50-74 წლის პირებში კი - 92%-ით შეამცირა.
„ეს ძალიან მოკლე პერიოდია ამ ვარიანტზე ვაქცინაციის რეალური გავლენის შესაფასებლად“,- აღნიშნა ზურეიკმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება. კვლევა სამეცნიერო ჯგუფმა Epi-Phare-მა ჩაატარა.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება