სიახლეები
საინტერესო

ზოდიაქოს ერთი ნიშანი, რომელსაც ლატარიაში გაუმართლებს - ფრთხილად, 4 მაგნიტური დღეა 
11-10-2021
-
+


მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს და აცხადებს, რომ ნეგატიური ფონი განსაკუთრებით 13 ოქტომბრამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი შედარებით უკეთესი პერიოდი დაიწყება.

გავყოთ კვირა 2 ნახევრად, 13 რიცხვამდე და შემდეგ. პირველი ნახევარი ცოტა უფრო რთული და დაძაბულია, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არავითარი სერიოზული საქმეები, საკითხები, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები... 13 რიცხვის შემდგომ ნელ-ნელა დაიწყებს გამოცოცხლებას ყველა ნიშანი, მოიმატებს განწყობა. დღეს დიდი კოსმიური მასწავლებელი - სატურნი ხდება სწორმავალი, ეს გვაძლევს საშუალებას, გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური ლიდერები, კანონები, რომლებიც სათანადოდ არ მუშაობდა, ამუშავდეს, განვვითარდეთ კარიერულად და ავიმაღლოთ პროფესიონალიზმი.

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას. აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, მოერიდეთ ყავის უკონტროლოდ სმას, შაბათს კი შედარებით ნაკლებად იკონტაქტეთ ხალხის მასასთან -თვალის აღებისა და აურის დაბინძურების ალბათობა დიდია.

ვერძებს 13 რიცხვამდე მეტი სიფრთხილე მართებთ. მათი მთავარი პრობლემა სულსწრაფობაა; მართალია მებრძოლი, ენერგიული ნიშანია, მაგრამ  არის სულსწრაფი და ამ დროს შეიძლება შეცდომა დაუშვას. ფრთხილად იყავით კვირის პირველ ნახევარში, შემდეგ კი გაცილებით უკეთ წავა საქმე, თუნდაც ბიზნესსაქმიანობის კუთხით - ყველა თქვენი გადაწყვეტილება იქნება უკეთ  აწონილ-დაწონილი და შეცდომის ფაქტორი - ნულის ტოლი;

კუროს ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, ამიტომ დიდ საქმეებს, გრანდიოზულ პროექტებს ხელს ნუ მოკიდებთ - არავითარი კაპიტალდაბანდებები ახლა, ირგვლივ ნევროზულობა ადამიანებში მაღალია, რაც ცუდად მოქმედებს კუროს ფსიქოემოციურ განწყობაზე, ამიტომაც 13 რიცხვამდე საჭიროა მეტი დიპლომატია გამოავლინოთ ურთიერთობაში და ზედმეტ პოლემიკაში ნუ შეხვალთ; 13 ოქტომბრის შემდეგ კი უკეთესი პერიოდი იწყება - კურო შეძლებს ყოველდღიური საქმეების სწორად წარმართვას.

ტყუპები - აი, ვინაა ძალიან აქტიური და ინიციატივიანი, ყველაფერი გამოსდის მიმდინარე კვირაში ზოდიაქოს ამ ნიშანს: პირადი ურთიერთობები, რომანტიკული თავგადასავალი, შვილებთან ურთიერთობა, კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობა; საინფორმაციო სფეროში, პიარკომპანიებში უბრწყინვალესია ზოდიაქოს ეს ნიშანი, აქვს  კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ფანტასტიკური უნარი... ოღონდ მასაც, ხელს უშლის სულსწრაფობა - ესაა, რასაც ტყუპებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

კირჩხიბების ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ შეძლებისდაგვარად მეტად დაისვენეთ, რადგან შეიძლება ადვილად გადაიღალოთ, მარტივად გაცივდეთ ან უნებურად შექმნათ კონფლიქტური სიტუაცია. იყავით ყურადღებით - როდესაც არის დაძაბულობა, კონფლიქტის ალბათობაც მაღალია; 15 ოქტომბრის შემდეგ კი ყველაფერი იცვლება - კარგი იქნება, თუ ბინას გადაასხვაფერებთ... შეიქმენით ირგვლივ კომფორტული გარემო, რადგან ეს დამატებით ენერგიას მოგცემთ.

ლომები ძალიან აქტიურები ხართ, ქარიზმატულები, მიმზიდველები, კარგი ორგანიზატორები... მაგრამ მაინც იყავით ყურადღებით - წყალქვეშა დინებები თქვენს გაძლიერებულ სიჯიუტეს უკავშირდება და კიდევ ერთი საკითხი ფულის უკონტროლოდ ხარჯვაა. ახლა ზედმეტი ხარჯისა თუ კაპიტალდაბანდებისგან თავი შეიკავეთ.

ქალწულს მართებს მეტი ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებში, ნაკლები სარკაზმი, ნაკლები პირდაპირობა და წვრილმანებზე ჩაძიება... თუ მოხდა ზედმეტი დაძაბულობა, მაშინ ეცადეთ, კონფლიქტში არ ჩაებათ და დიპლომატიურად მოაგვაროთ სიტუაცია. სხვა მხრივ კარგი პერიოდია, შეიძლება ადრინდელი საქმიდან მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, ჩაერთოთ ახალ ბიზნესპროექტებში, განსაკუთრებით 13 რიცხვის შემდგომ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. კარგი პერიოდია პროფესიული წინსვლისთვის, ოღონდ კვირის მეორე ნახევარში, პირველ ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

რაც შეეხება სასწორს, ის მთავრი ფავორიტია, არნახულად ქარიზმატული, მიმზიდველი, კომუნიკაბელური, კონტაქტური, გონებამახვილია, მაგრამ რადგან ყველაფერი კარგად გამოსდის და ავტორიტეტი ამაღლებული აქვს,  ზედმეტად თავდაჯერებული ხდება, ჯიუტი და არავის მოსმენა არ სურს. მართალია, სასწორს ეგოიზმი არ ახასიათებს, მაგრამ ახლა არის ცდუნებების პერიოდი.

მორიელს აქვს ყველაზე რთული პერიოდი - უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, ერიდოს ზედმეტ ხალხთან ურთიერთობას... დაბალია ენერგოტონუსი და ამიტომ, მნიშვნელოვან, გრანდიოზულ საქმეებს ნუ მოკიდებთ ხელს - ჭორები, ინტრიგები მაღალია თქვენს საწინააღმდეგოდ. ეს პერიოდი ფრთხილად უნდა გაიაროთ და შემდეგი კვირიდან დაიწყება აღმავლობის პერიოდი,

მშვილდოსანი წარმატებული, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია ოღონდ, ბევრად არის დამოკიდებული ირგვლივმყოფთა დახმარებაზე; თუ პატივს სცემს იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდითაა, ეს იქნება  წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი. მშვილდოსანს წარმატების შანსები ყველა დონეზე აქვს ძალიან მაღალი,

თხის რქასაც კარგი პერიოდი აქვს კარიერული განვითარების კუთხით, ოღონდ 13 რიცხვის შემდგომ - დაალაგებს ურთიერთობებს კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან; გაცილებით მეტია წინსვლის პერსპექტივა, შეიძლება ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ, მაგრამ კვირის პირველ ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ.

მერწყულს მიმდინარე კვირაში ყველაფერი გამოსდის, იმიტომ, რომ ჰაერის სტიქიის ნიშანია, კონტაქტები, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა არნახულად მაღალია და ამიტომ, ყველა დონეზე წარმატების შანსი აქვს; განწყობაც დადებითია და კვირის მეორე ნახევარი იქნება განსაკუთრებით წარმატებული;

თევზების ენერგოტონუსი ნორმაზე დაბალია, ამიტომ, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში, თავს მეტად გაუფრთხილდით, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას; იცვლება ამინდი და ესეც ძალიან მოქმედებს. კვირის მეორე ნახევრისთვის თუ გადადებთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს - უკეთესი იქნება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება