| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის დღეს საქართველოს პედაგოგებმა მთავრობის წარმომადგენლებისგან მადლობები მიიღეს, თუმცა არსებობს ქვეყანა, სადაც ეს დღე საერთოდ არ აღინიშნება, სამაგიეროდ პედაგოგები ყველაზე პატივსაცემები არიან.
ერთ-ერთი ჩინელი პედაგოგი თავის ჩანაწერებში საუბრობს, რომ იაპონიაში მასწავლებლის პროფესიული დღე არ არსებობს. სხვათა შორის, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ძალიან გაუკვირდა, რატომ არ აფასებენ იქ ადამიანებს, რომელთაც მომავალი თაობების აღზრდა ევალებათ?
თუმცა, რეალობა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან მეტროში მოხუცმა ადგილი დაუთმო - პედაგოგის სამკერდე ნიშნის გამო; მოგვიანებით კი შეიტყო, რომ მასწავლებლებისთვის ცალკე მაღაზიებია, სადაც ისინი დიდი ფასდაკლებით ყიდულობენ საჭირო ნივთებს.
იაპონიაში ასევე არის მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სოციალური შეღავათები და ისინი არასოდეს დგანან რიგში.
იქ მასწავლებლობა ყველაზე პატივსაცემი პროფესიაა, ადგილობრივი მეწარმეებისთვის საამაყო და პრესტიჟულია, როდესაც მაღაზიაში მასწავლებელი შედის, მეტროში კი მათთვის ცალკე ადგილებია გამოყოფილი...
ჰოდა, რაში სჭირდებათ იაპონელ მასწავლებლებს ცალკე აღებული დღესასწაული, როდესაც თითოეული მოქალაქე ხელისგულზე ატარებს?
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ