სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გპფ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იწყებს პარტნიორობას
06-10-2021
-
+


7 ოქტომბერს,  14.00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის ხელშეკრულება  გაფორმდება. თანამშრომლობა ითვალისწინებს, ფონდის მიერ უნივერსიტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, წამახალისებელი სტიპენდიის დაწესებას. ღონისძიება ონლაინ ფორმატშია დაგეგმილი და მას ორგანიზატორებთან ერთად მომავალი სტიპენდიანტებიც დაესწრებიან.  სტუდენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ფონდი ახორციელებს და რომელში ჩართვაც მომავალ პედაგოგებს უკვე მიმდინარე წლიდან შეეძლებათ. 

მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფოდნმა 2020 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო და იგი აქტიურად ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტებზე.  რეგიონალური უნივერსიტეტების სტიპენდიანტები ჩართულები არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში და მონაწილეობას იღებენ არაერთ საგანმანათლებლო აქტივობაში.

მიმდინარე სასწავლო წელს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფოდნმა პარტნიორობა კიდევ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის გარდა, სტიპენდიების პროგრამა განხორციელდება ზუგდიდის შ. მესხიას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ჯამში წელს  მაღალი აკადემიური მოსწრების 60 სტუდენტი, რომელიც პედაგოგის პროფესიას ეუფლება,  მიიღებს ფონდის მიერ დაწესებულ სტიპენდიას. 

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, გახადოს იგი მოთხოვნადი აბიტურიენტებსა და სტუდენტებში, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ  მასწავლებლებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. 


ფონდის შესახებ:
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის  მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას და მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 2017 წლიდან დღემდე  გპფ მოწოდებულია საკუთარი ფონდის მიერ დაფინანსდა 25-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი თითქმის 3 მლ. (სამ მილიონ) ლარის ოდენობით.

დეტალური ინფორმაცია:

 www.gpf.ge;  https://www.facebook.com/GudavadzePatarkatsishviliFoundation

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება