| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა.
ტრენინგი თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა-ქართლის, ჯამში 300-მდე სკოლის 550-ზე მეტმა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებმა გაიარა, რომლის მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის ტრენინგი საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა.
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მსმენელებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიარეს, რომელსაც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერებათა დოქტორები და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები უძღვებოდნენ.
2018 წლიდან მსგავსი პროგრამის გაგრძელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება, სადაც კვალიფიკაციას 3500-ზე მეტი პედაგოგი აიმაღლებს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება