სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე“ - მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მიმართავს
05-10-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს ყველა პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს:

„ძვირფასო მასწავლებლებო, თითოეული თქვენგანის როლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. სწორედ თქვენ მიერ გაზიარებულ ცოდნაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. მინდა წარმატება გისურვოთ ამ უმნიშვნელოვანეს, ურთულეს და საპატიო პროფესიაში! გისურვებთ კიდევ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას, რასაც უანგაროდ და თავდაუზოგავად ემსახურებით.

 ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი - ხარისხიანი განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც მინდა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე. მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, რაც მათ წარმატებული გზის არჩევაში დაეხმარება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მადლობას გიხდით იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ეწევით და ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე“.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე 1994 წლის 5 ოქტომბრიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება