სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მადლობას ვუხდი მასწავლებლებს სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვისთვის - ეკა დგებუაძე
04-10-2021
-
+


სწავლა დასწრებითი ფორმატით განახლდა, თუმცა სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის გარეშე, ამ მდგომარეობის შენარჩუნება რთული იქნება. სწორედ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რა სამუშაო გაწია განათლების სამინისტრომ, რათა მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაბრუნებოდნენ. რამდენიმე დღის წინ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა პედაგოგებთან, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ესწრებოდა.

დგებუაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და მათ შორის გახლდათ მასწავლებლების ფაქტორი:

„მინდა მნიშვნელოვან საკითხს შევეხო - ესენი არიან მასწავლებლები. განათლების სისტემამ პანდემიის დროს ძალიან რთული გზა გაიარა, გამოცდილება, რასაც ჰქვია ტექნოლოგიების გამოყენება და ვირტუალურ სივრცეში სასწავლო პროცესის ორგანიზება, არ არსებობდა;   შეუძლებელია, არ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა არ გადავუხადო არა მხოლოდ ზოგადი განათლების საფეხურზე მასწავლებლებს, ასევე ლექტორებს... დიდ მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს, სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვისთვის - მათ უზრუნველყვეს ყველა მოსწავლისთვის განათლების ხელმისაწვდომობა“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება