სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლობის პირველი დღე პირველკლასელებთან - ყოფილი ჟურნალისტის ემოციური ჩანახატი
04-10-2021
-
+


დღეს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, პირველკლასელებისთვის კი ის „15 სექტემბერია“, როცა პირველად შეაბიჯეს ცოდნის ტაძარში, თუმცა ახლა არა მოსწავლეებზე, არამედ იმ მასწავლებლის შესახებ გვინდა გიამბოთ, რომლმაც პედაგოგის ამპლუაში პირველკლასელებთან პირველი გაკვეთილი ჩაატარა; ნინი მოდრეკილაძე 118-საჯარო სკოლის პედაგოგი წელს გახდა და ახლა საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„პირველი ზარი, პირველი ნაბიჯები მასწავლებლის ამპლუაში და ჩემი პირველკლასელები... ემოცია, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება. მასწავლებლების ოჯახში დაბადებულ-გაზრდილმა თავის დროზე ჟურნალისტობა გადავწყვიტე; მიუხედავად იმისა, სკოლის მანდატურადაც მიმუშავია მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, ჩემს პროფესიაზე რაიმე თუ მათქმევინებდა უარს, მაგრამ მასწავლებლობამდე განვლილმა არცთუ მარტივმა გზამ დღეს სხვა ცხოვრებისეული რეალობა შემიქმნა. ისე, ვერც იმას წარმოვიდგენდი, ჟურნალისტს სიტყვების პოვნა თუ გამიჭირდებოდა, მაგრამ... დღეს ჩემმა პატარებმა ეს უნარი წამართვეს.

როგორი იყო პირველი დღე სკოლაში, ჩემთვის და მოსწავლეებისთვის? - განსაკუთრებით ემოციური - ცხოვრების ახალი ეტაპი ერთად დავიწყეთ. ლამაზად მორთული ეზო, უაღრესად თბილი გარემო და სპეციალურად ამ დღისთვის მორთული საკლასო ოთახები... პატარებს მერხებზე ლენტით შეკრული „ბუქები“, წიგნები და ბუშტები დახვდათ. რომ გაიგეს კომპიუტერები ჩვენიაო, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თავდაპირველი უხერხულობა უცბად გაქრა, ერთმანეთი გავიცანით და დავმეგობრდით. ყველას უნდოდა თავი გამოეჩინა და გამოეხატა, რა იცოდნენ. ზოგმა დავითვლიო, მთხოვა, ზოგმა საკუთარი სახელის კითხვა იცოდა და როდესაც დაფაზე მისალოც ტექსტთან ერთად, თავისი სახელი დაინახა, ძალიან გაუხარდა.

ემოციები ემოციებად და პანდემიური რეალობა სხვა განზომილებაში გვაბრუნებს: ბევრი შეზღუდვაა სკოლებში! სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რეგულაციებს ასე კარგად თუ დაიცავდნენ; ვერ წარმოიდგენთ, როგორი კანონმორჩილები არიან ეს პატარა, უსაყვარლესი ადამიანები - პირბადეს ისწორებენ, ხელებს სადეზინფექციო ხსნარებით იმუშავებენ... ვიცი ვიმეგობრებთ, კლასში ქცევის წესებსაც ერთად შევადგენთ და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მხიარულ, საინტერესო დღეებს დავაგროვებთ.

რთულია, ერთი ადამიანისთვის ამხელა პასუხისმგებლობის აღება - მინდა ჩემი პატარები განათლებულები იყვნენ, მაგრამ უმთავრესია, ისინი კარგ ადამიანებად გაიზარდონ. ვიცი, მათივე დახმარებით, ამას აუცილებლად შევძლებ.

დასრულად პირველი დღე სკოლაში, ჩემს პირველკლასელებთან... ხვალიდან კი საინტერესო თავგადასავლები გველის წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება