სიახლეები
სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი სრულად დაინერგება - განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
03-10-2021
-
+


4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დასწრებით ფორმატში იწყება. უკვე ცნობილია რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც სკოლებს მოუწევთ, თუმცა მანამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომ სკოლები სასწავლო პროცესისთვის მზად არიან.

მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სისტემაში შემავალი ყველა შესაბამისი უწყების მიერ სკოლებში უზარმაზარი სამუშაოები განხორციელდა.

შედეგად, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან დასრულებულია არა მხოლოდ საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

კერძოდ, სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის.

ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო  სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები. მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი აწარმოებს როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ახალი სასწავლო წლისთვის, საჭიროებიდან გამომდინარე საქართველოს 100 საჯარო სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით (მერხები, სკამები, სასკოლო დაფები და სხვა). 60 საჯარო სკოლაში დამატებით მოეწყო სამედიცინო ოთახი, მალე კი, სამედიცინო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით დამატებით 142 საჯარო სკოლა აღიჭურვება.

ასევე, საჭიროების გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს  2 ეტაპად გადაეცემათ პროექტორები.

2021-2022 სასწავლო წლისთვის, ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.

სამინისტროს ხელშეწყობით, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოების  უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში წიგნებითა და რვეულებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა მობილობის გათვალისწინებით, სკოლების სახელმძღვანელოებით  აღჭურვა გრძელდება.

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებლები პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულად დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც, მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

 დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას (ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%).

მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ზოგადი განათლების რეფორმა დამტკიცებულია - 11 კლასი, სასკოლო ფორმები, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი... კიდევ რა იცვლება

თუ უკვე შეძენილი გაქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენოთ - სურსათის ეროვნული სააგენტო 

აღმზრდელებსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სპეციალური კომისია შეაფასებს -  განაცხადის წარდგენისი ბოლო ვადა 20 მარტია

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

 მიმდინარე სემესტრის სასწავლო დღეები და მნიშვნელოვანი თარიღები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

გაკვეთილების შემდგომ, შესვენების დროს პედაგოგებმა ბავშვები ეზოში გაიყვანეს და მათთან ერთად იმხიარულეს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება