სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში“ - პრემიერის ბრძანება 4 ოქტომბრიდან ამოქმედდება
01-10-2021
-
+


„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომელსაც ხელს პრემიერი-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და რომლის მიხედვითაც, ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები არ განახორციელებენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს 2021 წლის 4 ოქტომბრამდე, ხოლო 2021 წლის 4 ოქტომბრიდან აღნიშნული დაწესებულებები სრულად აღადგენენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს“.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) სრულად ვაქცინირებულია;

ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;

გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.

2​4. 2021 წლის 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში; პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კი უფლებამოსილნი არიან, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება