სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გპფ პარტნიორი უნივერსიტეტების წრეს აფართოებს  
30-09-2021
-
+


დღეს ზუგდიდის შ. მესხიას სახელმწიფო ინივერსიტეტსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდება. ორგანიზაციებს შორის ახალი თანამშრომლობა ითვალისწინებს, ფონდის მიერ უნივერსიტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, სპეციალურ წამახალისებელი სტიპენდიის დაწესებას. ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, ამავე დღეს, დაგეგმილია მომავალი სტიპენდიატების გაცნობაც, რომლის დროსაც სტუდენტებს, საშუალება ექნებათ დეტალურად მიიღონ ინფორმაცია ფონდის საქმიანობის და იმ პროექტების შესახებ, რომელშიც ისინი შესაძლოა ჩაერთნონ. 

მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო და იგი აქტიურად ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტებზე.  კერძო ფონდის მხარდაჭერით სამივე უნივერსიტეტის სტიპენდიანტები აქტიურად არიან ჩართულები არაერთ საგანმანათლებლო პროექტებში და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტებსა და  აქტივობებში.

წელს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფოდნმა პარტნიორობა კიდევ სამ რეგიონალურ უნივერსიტეტთან დაიწყო და ზუგდიდის შ. მესხიას უნივერსიტეტის გარდა, სტიპენდიების პროგრამა განხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ჯამში 60 მაღალი მოსწრების სტუდენტი, რომელიც პედაგოგის პროფესიას ეუფლება,  მიიღებს ფონდიეს მიერ დაწესებულ სტიპენდიას. 

გპფ-ს მიერ ინიცირებული მომავალი მასწავლებლების წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ  მასწავლებლებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. 

ფონდის შესახებ:

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის  მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას და მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 2017 წლიდან დღემდე  გპფ მოწოდებულია საკუთარი ფონდის მიერ დაფინანსდა 25-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი თითქმის 3 მლ. (სამ მილიონ) ლარის ოდენობით.

დეტალური ინფორმაცია:

www.gpf.ge;  https://www.facebook.com/GudavadzePatarkatsishviliFoundation

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება