სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი გარკვეული პედაგოგებისთვის სასწავლო პროგრამებს აღარ შეიმუშავებს
29-09-2021
-
+


„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა; 

ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აწერს,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (30/12/2014, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს“.

მე-2 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი კი, თავის დროზე მოიაზრებს: მასწავლებლის სახლი „შეიმუშავებს ან/და ახორციელებს პროგრამებს პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის სწავლა/სწავლების ხელშეწყობისთვის“. მისი ბრძანებიდან ამოღება კი ავტომატურად ნიშნავს ამ ფუნქციის მასწავლებლების სახლისთვის ჩამოშორებას. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად Etaloni.ge-მ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს მიმართა:

- ბატონო ბერიკა, ეს ბრძანება ნიშნავს, რომ მასწავლებლის სახლი პროფესიულების პედაგოგების გადამზადებაში აღარ მიიღებს მონაწილეობას?

- ეს ამას არ ნიშნავს. სახელმწიფო კომისია მუშაობს ამ საკითხზე და უახლოეს ხანებში გაცნობებთ თუ რა ფორმით იქნება მასწ. პროფ. განვითარება; ჯერ მზად არ არის თუ რა ფორმით გაგრძლედება მასწ. პროფ. განვითარება. სახელმწიფო კომისია მუშაობს ამ საკითხზე.

თუმცა, რა არის მზად და რა - არა, კონკრეტულ შემთხვევაში უმნიშვნელოა, რადგან ბრძანება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, უკვე ძალაშია და მას ხელს განათლების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი აწერს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება