სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლმა ვიდეო-ლექციები დაიწყო - რეგისტრაციის ფორმა და დეტალები
02-10-2021
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით „ინკლუზიური განათლების პროგრამის მხარდაჭერის“ ფარგლებში ვიდეო ლექციათა საგანმანათლებლო რესურსი იქმნება, რომელიც მშობლებისთვის საინტერესო თემებს გააერთიანებს.

როგორ მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ შეცვალა განათლების მიწოდების ფორმატი. დისტანციური სწავლების რეჟიმში სასკოლო სისტემა, მოსწავლეები და ოჯახები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

მოსწავლის აკადემიური წარმატება თუ სოციალიზაციის პროცესი სკოლის გუნდისა და მშობელთა ეფექტიანი თანამშრომლობის საშუალებით მიიღწევა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების პოგრამის მხარდაჭერის“ ფარგლებში ვიდეო ლექციათა საგანმანათლებლო რესურსი იქმნება, რომელიც მშობლებისთვის საინტერესო თემებს გააერთიანებს.

ვიდეო ლექციების საშუალებით სფეროს სპეციალისტები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისა და მათი ოჯახებისთვის აქტუალური საკითხების მიმოხილვას შემოგვთავაზებენ.

თითოეული ვიდეო რგოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პლატფორმებზე განთავსების შემდეგ, დაინტერესებულ მშობლებს ვთავაზობთ მშობელთა მცირე ჯგუფების შეხვედრებზე დასწრებას. სპეციალისტები ჯგუფურ შეხვედრებზე პასუხს გასცემენ მშობელთა აქტუალურ კითხვებს.

წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო ვიდეო რესურსების ციკლის თემებს:

  • პანდემიით გამოწვეული სტრესი - ოჯახების/მშობლის ემოციური კეთილდღეობა;
  • მშობლისა და სკოლის გუნდის თანამშრომლობა დისტანციური სწავლების პროცესში;
  • როგორ უზრუნველყოს მშობელმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ემოციური მხარდაჭერა და ემოციური განვითარება;
  • როგორ წავახალისოთ ბაზისური აკადემიური უნარების განვითარება ბუნებრივ პირობებში;
  • რეკომენდაციები კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობის შესახებ;
  • კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიები;
  • მოსწავლის დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის საჭირო ყოველდღიური უნარების ხელშეყობა;
  • სტრატეგიები მოსწავლის ქცევით და ემოციურ სფეროსთან დაკავშირებულ სირთულეებთან გასამკლავებლად;
  • თამაშის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისას და თამაშზე დაფუძნებული სწავლების ხერხები;
  • განმავითარებელი და სახალისო სათამაშოების დამზადება, რესურსები და მასალები;
თითოეული თემის ვიდეო რესურსის გამოქვეყნების შემდეგ, დაინტერესებულ მშობლებს ვიდეოსთვის თანდართული სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით შეეძლებათ დარეგისტრირდნენ დისტანციური ფორმატის მცირე ჯგუფის შეხვედრაზე მათთვის საიტერესო თემის სპეციალისტთან.
ვიდეო რესურსს ვურთავთ მშობლებისთვის განკუთვნილ დახურულ შეხვედრაზე სარეგისტრაციო ბმულს, სადაც მშობლებს ექნებათ საშუალება დასვან კითხვები და მიიღონ რეკომენდაციები სპეციალისტისგან. დაინტერესებული მშობელი უნდა გადავიდეთ ბმულზე

პირველი თემა - “პანდემიით გამოწვეული სტრესი - ოჯახების/მშობლის ემოციური კეთილდღეობა”:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება