სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ზრდილი და თავმდაბალია“ - Dolce & Gabbana-ს ქართველი მოდელი მილანური ჩვენებიდან ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა
27-09-2021
-
+


Dolce & Gabbana-ს ჩვე­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა, 16 წლის ლიზა კო­ბე­რი­ძემ, სხვა ცნო­ბილ მო­დე­ლებ­თან ერ­თად, 2022 წლის გა­ზა­ფხუ­ლი/ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა. ლიზა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2  საჯარო სკოლის მოსწავლეა. მოდელის შესახებ მისი კლასის დამრიგებელი, მაია როხვაძე გვესაუბრება.  

- ქალბატონო მაია, როდის ჩაერთო ლიზა სამოდელო სფეროში?

- ლიზა ბავშობიდან ჩართული იყო სამოდელო სფეროში - 10-12 წლიდან. კარგი ბავშვია არა მარტო ფიზიკურად - ძალიან ზრდილი და თავმდაბალი გოგონაა, მართლაც, რომ თითით მისათითებელი ყველანაირად. ეს არ არის მისი პირველი წარმატება, შარშან კორეაში იყო და იქიდან გვერთვებოდა ონლაინ-გაკვეთილებზე. მიუხედავად დატვრთული რეჟიმისა, მაქსიმალურად ცდილობდა არ გაეცდინა გაკვეთილები, ისეთი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ისეთი ბავშვია, ყველა კარგი თვისება მასშია თავმოყრილი.

- როგორ დაიწყო მისი სამოდელო კარიერა, ხომ არ იცით?

- ამ საკითხთან დაკაშირებით ბევრი არაფერი ვიცი, რადგან მაღალ კლასში გავხდი მათი დამრიგებელი. ამ პანდემიის გამო, კიდევ ხშირი შეხვედრებიც არ გვქონია. როგორც ჩემთვის ცნობილია, ლიზას დედამ გამოიჩინა ინიციატივა, რადგან კარგი მონაცემები ჰქონდა. ლიზას დედა ამერიკაში ცხოვრობს და სწორედ მან გააზიარა მისი ფოტოები Dolce & Gabbana-ს ჩვენებიდან და ჩვენც აქედან გავიგეთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად აღზრდილი ბავშვია, ერთ-ერთი საუკეთესო.

- სამომავლო პროფესიის შესახებ ან სამოდელო კარიერაზე ხომ არ უსაუბრია თქვენთან?

- პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ხშირი კონტაქტი. გასული სასწავლო წლის ბოლოს, ექსკურსიაზე ვიყავით და იქ მოგვიყვა კორეის ამბები, მაშინ თქვა, რომ კიდევ ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა კონკრეტულად არაფერი უთქვამს. ძალიან უბრალო ბავშვია, არ არის ამბიციური, მიუხდავად მისი კარიერული წარმატებისა.

იტალიაში გამგზავრებაზე თავად მითხრა, წელს წიგნების გადაცემის დროს შევხვდით, ძალიან მომეხმარა ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანაში, მერე დალაგებაში, არადა ვუთხარი, რომ თავი გაენებებინა, ისეთი ფარფატა გოგონაა. მაშინ მითხრა, იტალიაში მივდივარ, მაია მასწავლებელოო. იქვე ვუპასუხე, რომ ასეთი ყველაფერში კარგი, როგორ იყო. საუკეთესო ბავშვია ყველანაირად. არიან ბავშვები, რომლებიც დადიან უცხოეთში, გარკვეული წარმატება აქვთ და ცოტა ამბიცურებიც არიან, ლიზიკო სულ სხვანაირია.

სწავლითაც კარგად სწავლობს, მიუხედავად იმისა, უწევს ხოლმე სკოლის გაცდენა. კორეაში რომ იყო, ბავშვები უგზავნიდნენ ფოტოებს, გაკვეთილები, რომ მოემზადებინა. მემამყება, რომ ასეთი კარგი გოგო ჰყავს ჩვენს სკოლას და ჩვენს სადამრიგებლოს.

- სილამაზით ბავშვობიდან გამორჩეული იქნებოდა...

- კი, ნამდვილად. ფოტოსაც რომ შეხედავ, იქაც გამორჩეულია. ლამაზი ბავშვია, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად.






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მასწავლებლებს ვადა 2029 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება