| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თანამედროვე უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე ჟივოტკოვის პერსონალური გამოფენა „მუყაო. ხე. ქვა“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში შექმნილი 50-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ერთიანდება რამდენიმე სერიაში: „გზები„, „კიევი 2014“, „დედაბორდი“, „ვარიაცები ქვაში“ და „მე მივუზღავ“.
გამოფენა „მუყაო. ხე. ქვა“, როგორც ერთიანი პროექტი პირველად ქართველი დამთვალიერებლისთვის გამოიფინა.
„მე საქართველოს ჩემს მეორე სამშობლოდ აღვიქვამ, აქ ჩემი მეორე სახლია. მე დავიწყე ხატვა სანამ აქ პირველად აღმოვჩნდებოდი. ხე და ქვა სწორედ საქართველოს წყალობით გაჩნდა ჩემს შემოქმედებაში, მას მერე რაც გავიცანი ამ ქვეყნის უძველესი და უჩვეულოდ ძლიერი კულტურა“, - აღნიშნავს მხატვარი.
ალექსანდრე ჟივოტკოვის შემოქმედებაში თავს იყრის ევროპული და აღმოსავლური კულტურების მთელი სპექტრი, რომელიც დროსა და სივრცეშია განფენილი.
მხატვრის ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 25 თებერვლამდე შეეძლება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება