სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2300-ზე მეტი სკოლიდან ავტორიზაცია 4 საჯარო და  223 კერძო სკოლას აქვს გავლილი
09-10-2021
-
+


2309 სკოლიდან ავტორიზაცია 227 სკოლას აქვს მინიჭებული, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა. უწყების განმარტებით დღეის მდგომარეობით ავტორიზაცია აქვს 223 კერძო და 4 საჯარო სკოლას. 

აღსანიშავია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლას უნდა ჰქონდეს გავლილი ავტორიზაცია, რამდენად მოესწრება 5 წელში 2305 საჯარო სკოლისთვის ავტორიზაციის პროცესის გავლა კითხვის ნიშნებს ბადებს, თუმცა განათლების სამინისტრო ირწმუნება რომ თარიღი აღარ გადაიწევს და ამ დროისთვის ყველა სკოლაში მოწესრიგებული იქნება როგორ ინფრასტრუქტურა ისე ადამიანური რესურსი. აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის ერთიანი სტანდარტის მიხედვით მოწმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი.

„დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 223 ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 5 პუნქტის თანახმად, 2014 წლის 1
1 იანვრამდე სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა. 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.

მოცემულ ეტაპზე ავტორიზაციის პროცედურა გავლილი აქვს 4 საჯარო სკოლას, რომლებიც დაფუძნდა 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ".

აღსანიშნავია რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა კერძო სკოლა მოცემული ეტაპისთვის ავტორიზებულია, გარდა რამდენიმე იურიდიული პირისა, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება.

„2022 წლის დასასრულამდე 115 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ეწურება ავტორიზაციის ვადა. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა დაწესებულებებმა უნდა განახორციელონ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი ვადების გათვალისწინებით“, - აღნიშნავს უწყება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება