სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლები განახლებულ დოკუმენტს მომდევნო კვირაში მიიღებენ - ეკატერინე დგებუაძე
23-09-2021
-
+


„მაღალი მოლოდინია რომ 4 ოქტომბერს არა მხოლოდ პირველკლასელები, არამედ ყველა მოსწავლე დაუბრუნდება სკოლას და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა და დასძინა, რომ განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია და სკოლებიც, როგორც კი მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან,  მზად არიან, დაიცვან პროტოკოლი.

„სკოლებს აქვთ ინსტრუქცია, როგორც მართონ სასწავლო პროცესი, იზრდება მასწავლებლების ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი - 58 პროცენტია აცრილი,  გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო ორი კვირაში მოიმატებს და დავიცავთ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას“, - განაცხადა დგებუაძემ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო და განათლების სამინისტროს სურვილია, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ:

„დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია არ არის სავალდებულო და ნუ გგონიათ, რომ ვინმე გაიძულებთ  იმუნიზაციის პროცესში ჩართვას; ესაა ცნობიერების ამაღლების კუთხით ორგანიზებული შეხვედრები. ვაქცინაცია არ არის სავალდებულო, მინდა დავამშვიდო ის ადამიანები, რომლებიც ემოციურად გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას, მაგრამ  ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაცია და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელონ ჩვეულ რეჟიმში“.

სასწავლო პროცესის განახლებას რაც შეეხება - მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სამინისტროს მაღალი ინტერესია, დავბრუნდეთ სკოლებში.

„როგორ ვიწყებთ სასწავლო პროცესს? - ყველა წესი, ყველა რეგულაცია თავმოყრილია განახლებულ დოკუმენტში - სკოლის კარის შეღებიდან რა პროცედურებს გადის მოსწავლე და განახლებულ დოკუმენტს მომდევნო კვირაში სკოლები მიღებენ.

ავაწყვეთ მონიტორინგის სისტემა, სკოლა ანგარიშვალდებულია ასახოს, რა გამოწვევებს ხედავს კოვიდ-19-თან მიმართებაში; არსებობს მონიტორინგის სისტემა, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რესურსცენტრები ჩართულები იქნებიან მონიტორინგის სისტემაში და ასევე, მშობლებმაც მონიტორინგი უნდა გაწიოთ სკოლებში და თუ სადმე, წესი დაირღვევა, აცნობოთ განათლების სამინისიტროს, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

იმისთვის რომ დავბრუნდეთ სკოლებში, მინიმალური წესების - პირბადის ტარება, ჰიგიენის ნორმების დაცვა... სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ არ დაეხმარებით სისტემას, სამინისტროს ძალიან გაუჭირდება ხარვეზის იდენტიფიცირება, ჩვენ კი მზად ვართ რეაგირებისთვის“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება