სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

ლექსები, რომლებიც პირველკლასელებს 4 ოქტომბრისთვის უნდა ასწავლოთ
23-09-2021
-
+


ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, პირველკლასელებმა სწავლა 15 სექტემბერს ვერ დაიწყეს. როგორც ოფიციალურმა უწყებებმა განაცხადეს, პატარები სასწავლო პროცესს 4 ოქტომბერს შეუერთდებიან.

სკოლაში ტრადიციულ გაცნობით შეხვედრასა თუ ზეიმზე პირველკლასელები, როგორ წესი, ლექსებსა და მისალოც ტექსტებს კითხულობენ. ბავშვის პირველ სასწავლო დღეს რომ მომზადებული შეხვდეთ, etaloni.ge გთავაზობთ ლექსებს, რომელთა ცოდნაც პირველკლასელებს 4 ოქტომბერს გამოადგებათ.

მასწავლებელი მოდის

მოდის საქართველო ამაყი, ბრძენი
რწმენის ცისარტყელა ჩანგივით ჟღერს.
თოვლივით თეთრი, ნათელი, წრფელი
მასწავლებელი წინამძღვრობს ერს.
თენდება დილა საიადონო,
ბოლო ეღება ლოდინს.
ქუდი მოიხადეთ, ბატონო ჩემო,
მასწავლებელი მოდის!../ მორის ფოცხიშვილის

დაირეკა სკოლის ზარი

დარი დარი, დარი დარი
შემოვაღე სკოლის კარი,
შემოვუსხდით მერხებს ყველა,
აწკრიალდა ცოდნის ზარი,
მერხზე დამხვდა დედაენა,
ყველასათვის საფიცარი,
აი ია, აი თათი,
აი ჩემი საკითხავი,
მიყვარს წიგნი, სწავლა, სკოლა,
მასზე კარგი არა არის,
მშობლიური ანაბანა,
არის მართლაც საოცარი,
დარი დარი, დარი დარი,
დაირეკა სკოლის ზარი,
კართან დედა მელოდება,
ამაყი და მომღიმარი./მაია წიგნაძე/


ზარები

ბავშვებს სკოლისკენ უხმობენ,
რეკენ ჟღრიალა ზარები,
თავქუდმოგლეჯით გარბიან,
ცელქები, აბეზარები.

მიისწრაფვიან სკოლისკენ,
თამაშზე სულ არ ნაღვლობენ,
მიუსხდებიან მერხებს და,
ათიანებზე სწავლობენ./ მანანა ტონია/


ენა ქართული

ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!/ მუხრან მაჭავარიანი/

კარგად უნდა ვისწავლო

დილით ადრე გაღვიძება
არ ყოფილა ადვილი,
მაგრამ სკოლაში მელიან
მეგობრები ნამდვილი.

თოჯინებთან განშორება
დროა, აღარ ვიჯავრო,
უკვე დიდი გოგო ვარ და
კარგად უნდა ვისწავლო./სოფო გასიტაშვილი/


მე სკოლაში მივდივარ

სკოლისათვის ვემზადები,
ახლა უკვე დიდი ვარ,
დღეს პირველად,
სულ პირველად
მე სკოლაში მივდივარ.
ჩანთას ვეძებ,
წიგნებს ვეძებ,
არ ვივიწყებ არაფერს,
უჰ, რამდენჯერ სავსე ჩანთა
ისევ ამოვალაგე.
ფანჯარაზე ჭრელი კატა
წევს და ჩუმად კრუტუნებს.
ჩემს უცნაურ ორომტრიალს
ის შორიდან უყურებს.
ჭრელ კუდს იქნევს, ქურდბაცაცას
ულვაშები უბზინავს,
თან დამცინის: ეგ ჩანთა ხომ
გასტენეო უწინაც...
სტყუი, ფისო, შემომხედე!
ახლა მართლა დიდი ვარ,
დამიჯერე,
დღეს ნამდვილად
მე სკოლაში მივდივარ./ქეთევან ქუჩუკაშვილი/


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება