სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი ცნობილია - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ
22-09-2021
-
+


სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. ავტორიზაციის პროცესი დააწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ერთიანი სტანდარტის მიხედვით მოწმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას;
ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები;
გ) სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
დ) სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად;
ე) შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით;
ვ) შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმი.
 
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსის სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:
ა.ა) ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;
ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;
ა.დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები;
ბ) სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
გ) სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;
დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნებისგანხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი
კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;
ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:
ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები;
ვ.ე) კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება- ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს;
ზ) სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები;
თ) შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;
ი) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა.
2. მატერიალური რესურსის კონკრეტული პარამეტრები დგინდება ცენტრის რეკომენდაციებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი სტანდარტი დაკმაყოფილებულია თუ:

ა) სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი;
ბ) სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე სისტემა;
დ) მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები;
ე) სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები;
ვ) სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსის პარამეტრების შესახებ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება - ცვლილება პერსონალის პროფესიულ სტანდარტში

ეროვნული გამოცდები, საბოლოო კოტები და პროგრამების ჩამონათვალი ცნობილია

შულავერის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

2025-2026 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში 58 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა - განახლებული სტატისტიკა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედიკოებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება