სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ახალ პროგრამას იწყებს - ვადები და დეტალები
20-09-2021
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო საქართველოში არსებული ყველა საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს იწვევს პროექტში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება - საქართველო“ მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება - საქართველო“

საქართველოში Future English მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს ყველა ინგლისურის მასწავლებელს ჩაერთოს მრავალმნიშვნელოვან უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში მსგავსი პრაქტიკის პროფესიონალთა გაერთიანებების  მოდელის დახმარებით 18 თვის განმავლობაში. ეს პილოტი გახლავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ახალი თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც საქართველოში განათლების სფეროში ქმნის ახალ შესაძლებლობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხრივ, ასევე დაეხმარება პარტნიორებს ინტეგრირება გაუკეთონ  მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმის მოდელის წარმატებულ ელემენტებს და მახასიათებლებს "განათლების e-სახლის" ერთიანი ეროვნული პლატფორმის სტრუქტურაში, ყველა საგნობრივი პედაგოგისათვის.

პროგრამაში ჩართვის მსურველები ყურადღებით უნდა გაეცნონ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებს და შეავსონ იქვე განთავსევებული განაცხადის ფორმა ელექტრონულად.

განაცხადების შემოტანა მიმდინარეობს 2021 წლის 25 სექტემბრამდე.

პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა:

  • მოდერატორის მიერ წარმართული ფორუმები (ფორუმების სადისკუსიო თემები შეირჩევა პედაგოგების საჭიროებებისა და  პროგრამის ძირითადი თემებისა და საკითხების მიხედვით);
  • ინგლისური ენის სწავლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული ვებინარები (ბრიტანეთის საბჭოს ტრენერების, სპეციალურად მოწვეული ბრიტანელი და ადგილობრივი მომხსენებლების ხელმძღვანელობით);
  • პირდაპირ ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სესიები და დისკუსიები;
  • პირადი ელექტრონული პორტფოლიოების შექმნა;
  • პრაქტიკის სანდო და ეფექტური  კვლევა, რომელსაც განახორციელებს სპეციალურად შექმნილი ინტერაქტიული კურსის გავლის პარალელურად.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება