| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის ანაზღაურება სამუშაო საათების მიხედვით გამოითვლება. პედაგოგთა ხელფასის დაანგარიშების წესები კანონითაა განსაზღვრული. სამუშაო საათების მიხედვით სამი ტიპის დატვირთვა არსებობს:
ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს ანაზღაურება და დანამატები უმცირდება (გარდა სადამრიგებლო დანამატისა). სრული დატვირთვის შემთხვევაში კი პედაგოგი სრულყოფილად იღებს დანამატსა და საათების მიხედვით დაანგარიშებულ ხელფასს.
მიუხედავად იმისა, რომ 18 საათი საკმარისია სრული დანამატის მისაღებად, პედაგოგთა დიდი ნაწილი ანაზღაურების გაზრდის მიზნით ცდილობს, მეტად დაიტვირთოს თავი.
კანონის მიხედვით, სრულზე მეტი დატვირთვისთვის (კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით) მასწავლებელს ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 5 ლარის ოდენობით. 25 საათზე მეტის აღების შემთხვევაში კი პედაგოგი დამატებით ანაზღაურებას ვერ მიიღებს.
სკოლას აქვს უფლება მასწავლებელს 25 საათზე მეტიც მისცეს, მაგრამ კანონით ანაზღაურებადია მაქსიმუმ 25 საათი.
განათლების ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ პედაგოგის მოტივი, მეტი ანაზღაურების მიზნით ზედმეტად დაიტვირთოს თავი, სწავლების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
შეგახსენებთ, რომ სტატუსის დანამატის სრულად აღებისთვის საკმარისია მასწავლებელს ჰქონდეს მინიმუმ 15 საათი კვირაში, დაწყებითი კლასების პედაგოგისთვის კი სტატუსის სრული დანამატის მისაღებად კვირაში 13-საათიანი დატვირთვაც საკმარისია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა