| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის საჯარო სკოლის დირექტორი ელენე ინასარიძე ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს.
იგი ყველა მოსწავლესა და პედაგოგს წარმატებას უსურვებს.
„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო! წნისის საჯარო სკოლის დირექცია გულითადად გილოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ჯანმრთელობას. ჩვენო პატარებო, დღეიდან იწყება ახალი სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდილების, მეგობრების შეძენის პროცესი. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები გისურვოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს“,- წერს სკოლის დირექტორი ელენე ინასარიძე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება