სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის სამი საბავშვო ბაგა-ბაღის ფუნქციონირება დღეს დილიდან შეწყდა
25-01-2018
-
+


თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება დღეს დილიდან შეწყდა - აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. 

გთავაზობთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცადებას სრულად. 

„თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება დღეს დილიდან შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღების მონიტორინგი დაიწყო და მოითხოვა ყველა შენობის კონსტრუქციული მდგრადობის საკითხი შეისწავლა, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით. 

ამ ეტაპზე, კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის თაობაზე. შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.

ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, N125, N19 და N84 საბავშვო ბაგა-ბაღების ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი. 

ექსპერტების დასკვნით, საჭიროა შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი და სხვა თანმდევი სამუშაოები, არსებული მდგომარეობით კი ბაღების ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სამივე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. 

29 იანვრიდან კი აღნიშნულ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან. პარალელურად დაიწყება აღნიშნული ბაგა-ბაღების შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.“ 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება