სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლის, ანი ბერიანიძის ნაშრომმა ლიტერატურულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
15-09-2021
-
+


კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლა მე-8 კლასის მოსწავლემ, ანი ბერიანიძემ ასახელა და მე-7-8-ე კლასების მოსწავლეთათვის განკუთვნილ კონკურსში „ამოგზაურე წიგნის პერსონაჟი“ მისმა ნაშრომმა პირველი ადგილი მოიპოვა. ანის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მის პირად ბიბლიოთეკას ჩაუყარა საფუძველი.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სკოლებში კითხვის პოპულარიზაციისა და წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით მეექვსე წელია ახორციელებს პროექტს „ყველაზე წიგნიერი“. წელს პროექტი უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდა; დაემატა კონკურსები, რომლებიც პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ცოდნა გამოავლინონ, არამედ ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარებიც.

რჩეული ნამუშევრების ავტორები გამომცემლობისგან შესანიშნავ საჩუქრებს იღებენ: I, II და III ადგილების მფლობელებს გადაეცემათ წიგნების 200, 150 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი ითვალისწინებს გამარჯვებული ნამუშევრების პოპულარიზაციას: მოსწავლეების ნახელავს თუ ნააზრევს საზოგადოება ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით გაეცნობა.

კასპის N4 საჯარო სკოლა ბეჯით მოსწავლეს ამ გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ანი მშობლიურ სკოლას კიდევ ბევრჯერ ასახელებს.
 
„ჩვენს ბეჯით და ჭკვიან მოსწავლეს ვულოცავთ ამ გამარჯვებას! იმედი გვაქვს, ანი კიდევ ბევრჯერ ასახელებს მშობლიურ სკოლას“, - აღნიშნულია კასპის N4 საჯარო სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება