სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გოჩა ტყეშელაშვილმა ზემო აჭარას უმნიშვნელოვანესი პროექტები წარუდგინა
14-09-2021
-
+


სადავო არაა, რომ სახელმწიფოს განვითარების გზა ხარისხიან განათლებაზე გადის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კოვიდპანდემია მომავალი თაობების წიგნიერებაში ხელშემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდეს. „ეტალონი“ ყოველთვის იდგა ახალგაზრდების განათლების სადარაჯოზე და უმთავრესი მიმართულებისთვის, არაერთი წინააღმდეგობისა თუ გამოწვევის მიუხედავად, არასოდეს გადაუხვევია.

დღეს უკვე ცნობილია, რომ სასწავლო - 2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურად იწყება; გამონაკლისი მხოლოდ პირველკლასელებია, რომლებიც 4 ოქტომბერს, შეაღებენ ცოდნის ტაძარს... ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის და სწორედ ამიტომ, ბავშვების მისამართით ნათქვამ თითოეულ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ჩვენ, უფროსებმა, ისინი ისე გავამხნევოთ, სწავლის მოტივაცია არ დაეკარგოთ და წარმატებისკენ სვლა არასოდეს შეწყვიტონ.
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ზემო აჭარას ესტუმრა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, უშუალო შეხვედრები და ასევე, ონლაინ შეხვედრები გამართა ადგილობრივ სასკოლო საზოგადოებასთან, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განათლებული მომავალი თაობების მნიშვნელობას წარმატებული სახელმწიფოსთვის.

ვიზიტი საქმიანი იყო, რომელიც ხულოს, შუახევსა და ქედას აერთიანებდა... „ეტალონის“ თანამოაზრეებმა, განათლების სადარაჯოზე მდგომმა დირექტორებმა თუ საბავშო ბაღების ხელმძღვანელებმა, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხი განიხილეს, რომლებიც უშუალო კავშირშია ბავშვების განათლებასთან. მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ადგილობრივი რესურსცენტრების წარმომადგენლები - ედუარდ მიქელაძე, ედუარდ გოგრაჭაძე და დურმიშხან შავიშვილი კი ის ადამიანები არიან, რომელბმაც ზუსტად იციან - ფორმალური განათლების მხარდამხარ, არაფორმალური განათლების პროექტები ერთ მთლიანობას ქმნის.

ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველკლასელები, რომლებმაც წელს უნდა შეაბიჯონ სასკოლო ცხოვრების ჯადოსნურ სამყაროში, მზად იყვნენ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებისა და გამოწვევებისთვის, რაშიც, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი+რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ უდავოდ დაეხმარება. 

ასევე, მიმდინარეობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - დაწყებულია საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასის შერჩევა ზემო აჭარიდან და ასევე, 100 კლასის - ბათუმიდან... პროექტი კი, რომელიც ახლა იდგამს ფეხს - „ერის ტექნოლოგიური მეხსიერება“ გახლავთ. ეს ერთგვარი „საგანმანათლებლო ტრიუმვირატი“ კი, „ეტალონის“ დიდი ოჯახის წევრებისა და თანამოაზრეების ჩართულობით, თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს იმ დიდ საქმეში, რასაც მომავალი თაობების განათლება ჰქვია.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება