სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მაძიებლებს სექტემბერში, პრაქტიკოსებს იანვრიდან ატოვებინებენ სკოლას“ - პედაგოგების მიმართვა პარლამენტს, განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლს
13-09-2021
-
+


„მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგებმა ურთულესი სიტუაცია შექმნა საქართველოს პედაგოგთა კორპუსში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 27.07.21 N379 დადგენილების მიხედვით,  პედაგოგებს (ე.წ. პრაქტიკოსები და მაძიებლები), რომლებიც ვერ დააგროვებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადასვლისთვის საჭირო კრედიტ-ქულების ოდენობას, შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულება. ათასობით პედაგოგი, რომელთა ზურგს უკანაც ოჯახები და ხშირ შემთხვევაში მცირეწლოვანი ბავშვებია, დაკარგავს ისედაც მიზერულ საარსებო წყაროს, რომ არაფერი ვთქვათ შეურაცხყოფილ და დამამცირებელ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ“, - პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა განაცხდებით მიმართა, პარლამენტს, განათლების მინისტრსა და მასწავლებლის სახლს.

მიმართვას ხელს რამდენიმე ათეული პედაგოგი აწერს და საუბარია იმაზე, რომ მაძიებლებსა და პრაქტიკოს პედაგოგებს, ვინც გამოცდით კომპეტენცია ვერ დაადასტურა სკოლის დატოვება უწევთ, ამ დროს კი შესაძლოა კვალიფიციური კადრის დეფიციტი შეიქმნას. „საკადრო დეფიციტის საშიშროება წარმოექმნებათ სასწავლო დაწესებულებებს, განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან არსებული მონაცემებით ქვეყანაში არ არის იმ ოდენობით სტატუს-ამაღლებული პედაგოგები, რომ სრულად შეივსოს კონკრეტული ვაკანტური პოზიციები“.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფი ითხოვს, მასწავლებლებს ჰქონდეთ წინსვლის შესაძლებლობა, ოღონდ გამოცდაზე წარუმატებლობა არ უნდა ხდებოდეს მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიმართვა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება