სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა გვევალება, ვთვლი, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა“- ლია ბუთლიაშვილი, წნორის N1 სკოლის დირექტორი
09-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს 2021-2022 სასწავლო წლისგან? რას ფიქრობს მასწავლებელთა გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე? და მისი აზრით, სავალდებულო უნდა იყოს თუ არა პედაგოგებისთვის ვაქცინაცია? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-ს​ სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია ბუთლიაშვილი პასუხობს. 

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?
- ვფიქრობ, რომ ეს სასწავლო წელი იქნება მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი. არსებულმა ეპიდსიტუაციამ დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, რამაც გარკვეულ წილად სასწავლო პროცესის შეფერხება გამოიწვია. ახალ სასწავლო წელს ახალი იმედებით ვეგებებით. იმედია ყოველივე ნეგატიურს უკან ჩამოვიტოვებთ და წარმატებებზე ვიქნებით ორიენტირებულნი.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- გასული სასწავლო წლიდან უკვე გვაქვს ელექტრონულ ჟურნალებზე მუშაობის გამოცდილება. მიუხედავად არსებული ხარვეზებისა და წინააღმდეგობებისა, პედაგოგებმა მეტნაკლებად შეძლეს ელ. ჟურნალის წარმოებისთვის ფეხის აწყობა. ელ. ჟურნალის წარმოების წარმატებულად დანერგვის მნიშვნელოვნად ფაქტორად მიმაჩნია გამართული მატერიალურ- ტექნიკური ბაზა და შეუფერხებელი ინტერნეტი.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ვაქცინაციის საკითხი ზოგადად ძალიან რთული თემაა. თანამედროვე ანტივაქსერული კომპანიის ფონზე ბევრი პედაგოგი თავს იკავებს აცრაზე. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება, თუმცა, ჩვენ ხომ ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა გვევალება, ვთვლი, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- პირველკლასელებისთვის სწავლის დისტანციურ რეჟიმში დაწყებას დიდ გამოწვევად ვთვლი, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და ზოგადად სკოლისთვის. ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს თითოეული მათგანის მხრიდან სწავლა-სწავლების პროცესი რომ შედგეს. ამ ეტაპზე პირველკლასელებისთვის სწავლა ოქტომბრამდე გადაიდო. იმედია შემდგომ სწავლა სკოლის კედლებში გაგრძელდება.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- ჩვენთან ყველა პედაგოგი უფროსი, წამყვანი ან მენტორია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება